Magdalena Posted August 6, 2022 Share Posted August 6, 2022 კომპანია SpaceX-ის საქმიანობაში შედის არა მხოლოდ რაკეტების გაშვება და თანამგზავრული ინტერნეტის შემოთავაზება, არამედ იგი შემოსავალს იღებს კოსმოსურ ბიზნესთან დაკავშირებული წვრილი სეგმენტებიდანაც. კერძოდ, ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX გამოუშვებს 250 აშშ დოლარის ღირებულების ზურგჩანთას, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია Starlink-ის თანამგზავრული ანტენისა და შესაბამისი აღჭურვილობის გადატანისთვის. ფოტოს წყარო: Starlink Starlink Travel Case-ის ფასში შედის მიწოდებაც. კომპანია მიუთითებს, რომ ზურგჩანთა საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ მოხდეს Starlink-ის ტერმინალის ტრანსპორტირება მოგზაურობისას - ჩანთას აქვს მყარი კორპუსი ელვა-შესაკრავით, ასევე აქვს სამაგრი თასმები და სახელური გადატანისთვის. ვიზუალურად ჩანთაზე შეინიშნება Tesla Cybertruck-ის ესთეტიკის მინიშნებები, თუმცა მისი კუთხეები ძალიან მყარი არ არის. ფოტოს წყარო: Starlink კომპანიის მტკიცებით, ჩანთაში ეტევა ყველა ელემენტი, რაც შედის Starlink Kit-ში: სატელიტური ანტენა, როუტერი, ფუძე და სადენები. ზურგჩანთის ზომაა 64.8х43.2х33.7 სმ, წონა - 4.5 კგ. ზოგიერთი ცნობით, ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი ახალი პროდუქტის შეძენა - ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, პროდუქტის გვერდზე შესასვლელად აუცილებელია Starlink-ზე რეგისტრაცია. https://tinyurl.com/yrh2tzsd Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.