Jump to content

EVGA-მ უჩვეულო დიზაინის ღია კომპიუტერი 1600 აშშ დოლარად შეაფასა


Recommended Posts

კომპანია EVGA-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში წარდგენილი უჩვეულო ღია კომპიუტერი E1 გაყიდვისთვის მზადაა. ახალი მოწყობილობა შემოთავაზებულია სამ ვარიანტად. საბაზისო მოდელი, რომელიც შედგება მხოლოდ კორპუსისა და ვიდეო დაფის ვერტიკალურად განთავსებისთვის საჭირო სამონტაჟო ნაკრებისგან და მისი ფასია 1600 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: EVGA 

მეორე ვარიანტში კორპუსისა და სამონტაჟო ნაკრების გარდა წარმოდგენილია ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Kingpin, აგრეთვე 1600 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი EVGA T2. ეს კომპლექტი კომპანიამ 3700 აშშ დოლარად შეაფასა. 

image.jpeg 

მესამე ვარიანტში, რომლის სახელწოდებაა Bare Bones, ყველა ზემოთხსენებულ კომპონენტთან ერთად წარმოდგენილია დედა დაფა Z690 Dark Kingpin, სპეციალური გადამყვანი ვიდეო დაფისთვის PowerLink 52u, აგრეთვე პრემიალური შეფუთვა. ამ ნაკრების ფასი 5 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

კომპანია აღნიშნავს, რომ პრემიალური შეფუთვა, რომელიც შედგება პლასტმასის კოლოფისგან, ნაკრებთან ერთად უფასოდ მიეწოდება მომხმარებელს. როგორც წესი, EVGA ამ შეფუთვას ცალკე 800 აშშ დოლარად ყიდის. 

image.jpeg 

ღია კომპიუტერ EVGA E1-ის მაღალ ფასს კომპანია ხსნის მასში გამოყენებული მასალებით. კომპიუტერის ჩარჩო დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან - იმავე მასალისგან, რაც სუპერმანქანების წარმოებისას გამოიყენება. მისი წყალობით EVGA E1-ის კორპუსი ძალიან მსუბუქი გამოვიდა (იწონის მხოლოდ 4.5 კგ-ს) და ამავე დროს ძალიან მტკიცეა. 

image.jpeg 

კომპიუტერი ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება დედა დაფის ჩამოსაკიდებელი კონსტრუქცის წყალობით. წარმოდგენილია GPU-ის ტემპერატურის, ასევე ცენტრალური პროცესორისა და მთელი სისტემისთვის განკუთვნილი ანალოგური სენსორები. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, ორი USB 3.0 და USB Type-C პორტი. 

კომპანია აღნიშნავს, რომ კომპიუტერს მომხმარებელი შეკვეთიდან 3-4 კვირის განმავლობაში მიიღებს. რითია გამოწვეული შეფერხება - EVGA არ აკონკრეტებს. შესაძლოა, ღირებულების გათვალისწინებით კომპანია თითოეულ კორპუსს შეკვეთის მიხედვით აწარმოებს. შემადგენელი კომპონენტები დამოუკიდებლად გაყიდვაში უკვე ხელმისაწვდომია. 

Link to comment
Share on other sites

კეისია თუ სარეცხის გასაფენი? :D 

  • Haha 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.