Jump to content

ევროკავშირი კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტს ივნისში დაასრულებს


Recommended Posts

image.png 

2022 წლის 30 ივნისს ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო გამართავენ საბოლოო შეხვედრას კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტთან (MiCA) დაკავშირებით. ამის შესახებ Unstoppable Finance-ის განვითარების მენეჯერმა პატრიკ ჰანსენმა ისაუბრა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა „მნიშვნელოვანი“ საკითხი უკვე შეთანხმებულია, თუმცა დარჩენილია რამდენიმე ღია თემა. 

ევროკომისიას სურს NFT შეიტანოს MiCA-ს ფარგლებში და ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია მომხმარებლების დასაცავად. ევროსაბჭო და ევროპარლამენტი თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჰანსენის თქმით, ამჯერად დათმობაზე წავიდნენ. 

„სავარაუდო შედეგი იქნება კომპრომისი - ტოკენის ემიტენტები გათავისუფლდებიან [MiCA-სგან], მაგრამ კომპანიებ (მარკეტფლეისები და ასე შემდეგ), რომლებიც უზრუნველყოფენ NFT-თან დაკავშირებულ სერვისებს, მოეთხოვებათ კანონის დაცვა. მათ დასჭირდებათ CASP ლიცენზია (პატარა მოთამაშეებს შესაძლოა არა)“ - დაწერა მან. 

ჰანსენმა აღნიშნა, რომ კანონმდებლები არ აპირებენ გამონაკლისების დაშვებას ალგორითმული Stablecoin-ების შემთხვევაში. EMT და ART ემიტენტები დაექვემდებარებიან მაღალ მარეგულირებელ მოთხოვნებს, ხოლო CASP-ებს აეკრძალებათ პროცენტის დარიცხვა Stablecoin-დეპოზიტებზე. 

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ტრილოგის" ფარგლებში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული "მნიშვნელოვანი" Stablecoin-ები და არ არის დამტკიცებული სეგმენტის ზედამხედველობის არქიტექტურა. 

მან ასევე განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორი არ შედის MiCA-ს ფარგლებში. 2023 წელს ევროკომისია გამოაქვეყნებს ცალკეულ ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიწყებს საპილოტე პროექტს „ინტეგრირებული DeFi ზედამხედველობის“ ახალი ფორმისთვის. 

მიიჩნევა, რომ ყველა CASP-ისთვის შემოღებული იქნება მოთხოვნები თითოეული კრიპტოაქტივის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებითაც ისინი მუშაობენ. მონაცემთა სიას დაამტკიცებს ევროპის ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამეთვალყურეო ორგანო. 

ჰანსენის თქმით ოფიციალურმა პირებმა ასევე უნდა დაადგინონ დებულებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ზუსტი მარეგულირებელი ჩარჩო, ასევე განხორციელების დრო. 

შემდეგ, სანამ MiCA ძალაში შევა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ კომპრომისზე კენჭისყრა გაიმართება“, - განმარტა მან. 

2022 წლის მარტში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კონტრაგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ რეგულაციის ცვლილებებს, რაც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებას. 

de minimis პრინციპი არ ვრცელდება ციფრული აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებზე, შესაბამისად ყველა გადარიცხვა, P2P ტრანზაქციის გარდა, დაექვემდებარება ფულის გადარიცხვის რეგულაციას (Transfer of Funds Regulation; TFR). 

ჰანსენმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს CASP-ის „არაჰოსტინგკონტრაგენტების სავალდებულო იდენტიფიკაციას ტრანზაქციების განხორციელებისას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგი არიან. 

„სანაცვლოდ საბჭო გვთავაზობს რისკის შეფასებაზე დაფუძნებულ მიდგომას, გერმანიის მოთხოვნების შესაბამისად, სადაც CASP-ებმა უნდა განიხილონ ფულის გათეთრების რისკები ბლოკჩეინ-ანალიტიკის საფუძველზე და მიიღონ შესაბამისი რისკების შესამცირებელი ზომები შედეგიდან გამომდინარე“, - წერს იგი. 

სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ MiCA-სგან განსხვავებით TFR-ში ცვლილებები შეიძლება არ დასრულდეს ივნისში, რადგან ევროპარლამენტს არ სურს უარი თქვას თავის მოთხოვნებზე. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ევროკავშირს, უარი თქვას რეგულირების გამკაცრებაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.