Magdalena Posted June 25, 2022 Share Posted June 25, 2022 ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა გამოაცხადა პლატფორმა Coinbase Pro-ს დახურვის შესახებ პროფესიონალი ტრეიდერებისთვის. მისი ფუნქციონალი გადავა მთავარ პლატფორმაზე ინიციატივა Advanced Trade-ის ფარგლებში. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მომხმარებლებმა შეაფასეს 2018 წელს ამოქმედებული სერვისის შესაძლებლობები. Coinbase Pro საშუალებას იძლევა განხორციელდეს ტექნიკური ანალიზი და გარიგებები უშუალოდ ორდერებთან მოქმედებით. „Coinbase-ის აპლიკაციაში დავამატეთ კრპტოეკონომიკასთან ურთიერთქმედების გაფართოებული შესაძლებლობები, როგორებიცაა მაგალითად სტეიკინგი, სესხება, დეცენტრალიზებული საფულე და საგადახდო ბარათი, ჩვენი სავაჭრო ინტერფეისის გაუმჯობესების გარდა“, - ნათქვამია განცხადებაში. შედეგად ბევრი მომხმარებელი განსხვავებული ფუნქციების გამო იყენებდა ორივე პლატფორმას და სირთუეებს განიცდიდა პროდუქტებს შორის ბალანსების გადარიცხვისას. Coinbase-მა გადაწყვიტა ამ პრობლემების მოგვარება და გააფართოვა ძირითადი აპლიკაციის ფუნქციები. Advanced Trade-ს დაემატება Coinbase Pro-ს ყველა მახასიათებელი, ეს უკანასკნელი კი 2022 წლის ბოლომდე დაიხურება. მომხმარებლებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ პროფესიონალური პლატფორმა უფრო დაბალ საფასურს ითხოვდა, ვიდრე აპლიკაცია Coinbase.com. კომპანიას არაფერი უხსენებია მთავარ პლატფორმაზე მოსაკრებლების შესაძლო ცვლილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა გამოაცხადა კრიპტოზამთრის დაწყების გამო დასაქმებულთა დაახლოებით 18%-ის შემცირება. https://tinyurl.com/mr2h5cp7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.