Magdalena Posted June 24, 2022 Share Posted June 24, 2022 კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა წარადგინა ათი ყველაზე კარგად გაყიდვადი სმარტფონის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილის შეჯამებით. ყველაზე პოპულარული მოწყობილობების სამეული წარმოდგენილია მხოლოდ Apple-ის სმარტფონებით. მაშ ასე, რეიტინგის პირველ ადგილზეა iPhone 13 დახლოებით 5.5%-იანი წილით გაყიდული სმარტფონების ჯამურ მოცულობაში. მას მოსდევს iPhone 13 Pro Max 3.4%-იანი შედეგით, მესამე ადგილი კი ერგო iPhone 13 Pro-ს - მისი წილი დაახლოებით 1.8%-ია. მეოთხე პოზიციას იკავებს Apple-ის კიდევ ერთი მოწყობილობა - iPhone 12, რომლის წილიც 1.6%-ს შეადგენს. iPhone SE 2022 მოდელი მეშვიდე ადგილზეა ბაზრის 1.4%-იანი წილით. ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research Counterpoint-ის აპრილის რეიტინგში შესული ოთხი სმარტფონი წარმოებულია კომპანია Samsung-ის მიერ. ეს მოდელებია Galaxy S22 Ultra 5G, Galaxy A13, Galaxy A03 Core და Galaxy A53 5G, რომელთაც უკავიათ მეხუთე, მეექვსე, მერვე და მეცხრე ადგილები, შესაბამისად. ამ მოწყობილობების წილი შეადგენს 1.5 %, 1.4 %, 1.4 % და 1.3 %-ს. ტოპ ათეულს ხურავს ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ წარმოებული მოწყობილობა Redmi Note 11 LTE. მასზე აპრილში მოდიოდა რეალიზებული სმარტფონების საერთო მოცულობის დაახლოებით 1.1%. https://tinyurl.com/2xvfazes Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.