Magdalena Posted June 23, 2022 Posted June 23, 2022 კორპორაცია Intel მალე გამოუშვებს მცირე NUC 12 ფორმ-ფაქტორის გეიმინგ დესკტოპს, სახელწოდებით Serpent Canyon. მოწყობილობები დაფუძნებული იქნება Alder Lake აპარატულ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: Baidu / Intel მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700H თოთხმეტი ბირთვით - 6 ბირთვი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. შესაძლებელია ინსტრუქციის ერთდროულად ოცამდე ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს. აღჭურვილობაში შედის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A770M ჩიპ ACM-G100-ის ბაზაზე, რომელსაც 32 Xe ბირთვი აქვს. GDDR6 მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, ენერგომოხმარების დიაპაზონია 120-დან 150 ვატამდე. კომპიუტერზე ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Intel 2.5G Ethernet და Wi-Fi 6E უსადენო კავშირის ადაპტერი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობისა და მონაცემთა სანახი ქვესისტემის კონფიგურაციების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. კომპიუტერის ფრონტალურ პანელზე ხელმისაწვდომია SDXC სლოტი, ინტერფეისები Thunderbolt 4 და USB 3.2 Type-A, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. უკანა მხარეს განთავსებულია HDMI 2.1 და DisplayPort 2.0 კონექტორები, ოთხი პორტი USB Type-A, RJ45 პორტი ქსელის სადენისთვის, ასევე ინტერფეისი Thunderbolt 4. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/2jz6fenh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.