Magdalena Posted June 21, 2022 Share Posted June 21, 2022 ზაფხულის ბოლოს სამხრეთკორეული კორპორაცია Samsung გეგმავს ახალი თაობის დრეკადი სმარტფონების დაანონსებას, რომელშიც შევა მოდელები Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4. ინსაიდერების ცნობების თანახმად კომპანია წინა სერიასთან შედარებით მომხმარებლებისგან მოთხოვნის გაორმაგებას ელის და, შესაბამისად, გაყიდვების ორჯერ ზრდას გეგმავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Samsung დიდი უპირატესობით იკავებს ლიდერ პოზიციას დრეკადი ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობების ბაზარზე, ასე რომ მისი შემდგომი განვითარება და ზოგადად ასეთი მოწყობილობების პოპულარობა დიდწილად მასზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4 მოდელების 15 მილიონამდე გაყიდვას 2023 წლის დასაწყისისთვის, ამასთან ელიან, რომ Flip4 დაახლოებით ორჯერ მეტად პოპულარული იქნება, ვიდრე Fold4. წინასწარი არაოფიციალური მონაცემების თანახმად Fold4-ს ექნება 7.5 დუიმზე ოდნავ დიდი დრეკადი დისპლეი, დამატებითი 6.2-დუიმიანი გარე ეკრანი, კამერების ახალი ნაკრები და 1 ტერაბაიტამდე მეხსიერების მოცულობა. დასაკეც Flip4-ს ექნება 6.7-დუიმიანი ძირითადი და 2.1-დუიმიანი დამატებითი ეკრანი, რვაბირთვიანი ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 Plus და ნახევარტერაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება. ორივე მოწყობილობა მიეკუთვნება მაღალ საფასო სეგმენტს - პრინციპში, ბაზარზე ჯერ არც არსებობს დაბალბიუჯეტური დრეკადი სმარტფონები. https://tinyurl.com/2vn59n9v Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.