Magdalena Posted June 15, 2022 Share Posted June 15, 2022 Intel Arc Alchemist-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა მისი პირველადი მახასიათებლები. მათ გამოჩენაზე კომპანია MSI-ში იზრუნეს, სადაც სტენდზე განათავსეს გეიმინგ პერსონალური კომპიუტერი Core i5-12400F პროცესორით და Arc A380 ამაჩქარებლით. გარკვეული დროის შემდეგ იგი ვიტრინიდან მოხსნეს, თუმცა ენთუზიასტებმა მოასწრეს და ნახეს, რომ მასში მოცემული იყო 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, ასევე 8 Xe ბირთვი. იგივე ვიდეო დაფა დაფიქსირდა ვიდეოთამაშებში. კერძოდ, გამოქვეყნდა მისი მაჩვენებლები შემდეგ თამაშებში: PUBG (94 fps), Overwatch (100 fps), League of Legends (200 fps) და Eternal Catastrophe (85 fps). ყველა ტესტი ჩატარდა სტრანდარტულ 1080p გაფართოებაზე. პერსონალური კომპიუტერის დანარჩენი მახასიათებლები, რომელშიც მოწყობილობა გაიტესტა, უცნობი დარჩა. შეგახსენებთ, რომ Arc გრაფიკული პროცესორების პირველი ტალღა მთლიანად ჩინეთში წავა, სადაც კიბერსპორტის მიმართ მზარდ ინტერესს „მოემსახურება“. როგორც ადრე ცხადდებოდა, აღმოსავლეთ აზიაში არის გეიმინგ კაფეების სწრაფად მზარდი სეგმენტი, რომელსაც ესაჭიროება დიდი მოცულობის ბიუჯეტი და საშუალო კლასის ვიდეო დაფები და Intel იმისთვის, რომ შექმნას "ბაზრის ახალი მოთამაშის" კარგი იმიჯი - გამოიყენებს შანსს და დააკმაყოფილებს აზიის მოთხოვნას, სხვა რეგიონებში კი თანდათან გაფართოვდება. https://tinyurl.com/ycxrwekw Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.