Jump to content

GeForce RTX 40 სერიაში გამოსული პირველი ვიდეო დაფა იქნება RTX 4090


Recommended Posts

უახლესი მონაცემების მიხედვით GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფების დებიუტი ივლისის შუა რიცხვებში უნდა შედგეს. სავარაუდოდ, ეს ეხება ანონსს, დაფების გამოსვლა და გაყიდვა მოგვიანებით დაიწყება და თითოეულ მოდელს საკუთარი თარიღი ექნება დათმობილი. NVIDIA, როგორც წესი, ახალ ვიდეო დაფებს აანონსებს გაყიდვაში გამოსვლის თარიღამდე ორი კვირით ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივი გამოშვება შესაძლოა აგვისტოში შედგეს. 

image.jpeg 

ინსაიდერი Kopite7kimi ირწმუნება, რომ RTX 40 სერიის გამოშვების გრაფიკი უკვე დადასტურებულია, მაგრამ ამ მოვლენისადმი მიდგომა ოდნავ განსხვავდება RTX 30 სერიისგან. GeForce RTX 4080-ზე ფოკუსირების ნაცვლად NVIDIA პირველ რიგში გამოუშვებს ფლაგმანურ RTX 4090 ვიდეო დაფას. 

შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 3090, 3080 და 3070 ერთსა და იმავე დღეს დაანონსდა, თუმცა მათი გამოშვების გრაფიკი განსხვავებული იყო. RTX 3080 იყო პირელი დაფა, რომელიც ანონსიდან ორი კვირის შემდეგ გამოვიდა, კიდევ ორი კვირის შემდეგ კი გამოვიდა RTX 3090. რაც შეეხება RTX 3070-ს, NVIDIA-ს ანონსიდან ორი თვე დასჭირდა მისი გამოშვებისთვის. 

Ada Lovelace  არქიტექტურაზე დამყარებული RTX 40 სერიის ყველა ცნობილ ვიდეო დაფაში გამოყენებულია სხვადასხვა გრაფიკული პროცესორი. ცნობილია, რომ NVIDIA-მ ამჟამად ძალისხმევა მიმართა გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე, AD104 კი მალე შევა ტესტირების სტადიაში. ამჟამად არსებული ინფორმაციით არაფერი ისმის AD103 GPU-ზე გადასვლის შესახებ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ NVIDIA კვლავ AD102 GPU-ს გამოიყენებს ზემოთხსენებულ მოდელში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.