Jump to content

რობერტ კიოსაკი Bitcoin-ის 17 ათას აშშ დოლარამდე ვარდნას პროგნოზირებს


Recommended Posts

image.png 

ბესტსელერის „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ ავტორმა და ანტრეპრენერმა რობერტ კიოსაკიმ Bitcoin-ის ფასის ვარდნას „დიდებული სიახლე“ უწოდა და ივარაუდა კრიპტოვალუტის ფასის შემცირება 17 ათას აშშ დოლარამდე. 

„როგორც ადრე ვთქვი, ველოდები Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე. შემდეგ იქნება ტესტი, რომელიც შესაძოა დაფიქსირდეს 17 ათასი აშშ დოლარის დონეზე. როგორც კი ეს მოხდება - დიდ ფსონს ვაპირებ. კრიზისები საუკეთესო დროა გამდიდრებისთვის“ - განაცხადა მან. 

ადრე ანტრეპრენერმა განმარტა, თუ რატომ არის დარწმუნებული ციფრული ოქროს გრძელვადიან წარმატებაში: 

Bitcoin გაიმარჯვებს, რადგან ამერიკას სამი მარიონეტი უდგას სათავეში“. 

მათში იგი გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენსა და ფედერეალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელს. 

2020 წელს კიოსაკიმ განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი სამ წელიწადში 75000 აშშ დოლარს მიაღწევდა, რადგან ფედერალური ბანკის არაკომპეტენტურობა „კლავს აშშ-ს ეკონომიკას“. კრიპტოვალუტა ხსენებულ ნიშნულს 2021 წლის ნოემბერში მიუახლოვდა და დააფიქსირა ისტორიული მაქსიმუმი 69 ათასი აშშ დოლარის დონეზე. 

13 მაისს Bitcoin-ის ფასი მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგა 30 000 აშშ დოლარამდე. მანამდე ოქროს ცნობილმა მხარდამჭერმა და პირველი კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა „მეტად სავარაუდო“ უწოდა კოტირებების 10 ათას აშშ დოლარამდე შემცირების ალბათობას. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი პროგნოზირებდა Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდას 2022 წელს. 

Fintech-ექსპერტებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Finder-ის გამოკითხვაში, დაასკვნეს, რომ წლის ბოლომდე კრიპტოვალუტის ფასი 65 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. 

Link to comment
Share on other sites

შეიძლება, მაგრამ ზუსტათ ეგეთივე პროგნოზები იყო წინა ზაფხულშიც, 29200$ რომ დაეცა და მოგვიანებით 32000$ ფარგლებში გაჩერდა ივლისამდე, მაშინაც იძახოდნენ რომ ისევ 20000$ ან უფრო ქვემოთ დაბრუნდებაო, მაგრამ მალევე გაზარდეს უკვე აგვისტოს ბოლოს 48000$ კურსი, ეგ ბოლო 40000$-ან 26000$ დაცემა  დაბალი დოუ ჯონსის ინდექსის და მაღალი ინფლიაციის გარდა ლუნა კოინის დაჰაკვამ გამოიწვია, ბანალურათ სერიოზული პანიკა დაწყო და მაგიტომ გაიყიდა ფაქტიურათ 4 დღეში ეგრე ბევრი კოინები და ბიტკოინის ფასი დაეცა 26000$-მდე, ფაქტიურათ ერთ დღეში 32000$-ან 26000$ დააგდეს, რაც არ უნდა იყოს მაგის შემდეგ 31000$ გაცდა, მაგრამ ეხლა კორექცია იქნება და მერე შეიძლება ისევ გაზარდონ, ეხლა ვერ გაიგებ 17000$ დაეცემა მართლა თუ ისევ 37000$ ან უფრო მაღლა ავა, ნუ ისევ 26000$ რომ ჩამოვიდეს ეგ იმას არ ნიშნავს რომ უეჭველი 17000$ დააგდებენ, მაგრამ 34000$ რომც ავიდეს თვის ბოლოს ან შემდეგი თვის დასაწყისში შეიძლება 37000-40000$ ჯერ კიდე დიდხანს არ გაზარდონ, კაკრაზ მაგ ყველაფრის გამო ზემოთ რომ დავწერე, ინვესტიციებმაც დაიკლო კრიპტობაზარზე, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება ფონდოვი ბირჟებზეც, დოუ ჯონსის ინდექსი თუ გაიზარდა ისევე მემგონი ბიტკოინიც გაიზრდება

Link to comment
Share on other sites

არავინ არ იცის რა სადამდე დაეცამა და როდის, ერთი რაშიც ვეთანხმები კიოსაკის ოქრო ვერცხლი ბრიანჯაო უნდა დააგროვო კაცმა ყველა ვარიანტში

Link to comment
Share on other sites

68000-100000$ ეგ მარტო იმის ხარჯზე ვარაუდობენ რომ ეგრე დაეცა ეხლა, მაგრამ ბევრი რამე უნდა დაჯდეს კარგათ ისევ 60000$ რომ გაცდეს წლის ბოლოს ბიკტოინი, გამორიცხული არაა ისევე ეგეთი მაღალი კურსი, მაგრამ შეიძლება გაცილებით სკრომნ ატმეტკაზე გაჩერდეს ან უფრო სერიოზული კრიზისი დაიწყოს უკვე, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და უკრაინის ომიც მოქმედებს მასეთ აქტივებზე ნეგატიურათ, კოვიდს ეხლა ეგ დაემატა დამატებით კიდე და კარგი ჯერ არაფერია ჰორიზონტზე, რაც არ უნდა იყოს მაგ დიდი აბვალიდან 1 კვირაც არ გასულა ჯერ და ეგ ძალიან მცირე დროა რამე დასკვნა რომ გამოიტანო საითკენ შეუბერავენ მაგის შემდეგ, ლუბოი დიდი დაცემის შემდეგ მინიმუმ 1 კვირა ჭირდება ბაზარს რომ ისევ დაბუსტვა დაიწყონ ზევით,ადრეც ეგრე იყო მაგხელა აბვალების შემდეგ

Link to comment
Share on other sites

დოუ ჯონსმა ჩაყვინთა დღეს ისევე და დაიწყო დაცემები კრიპტომაც: https://edition.cnn.com/2022/05/18/investing/fed-interest-rate-hike-market/index.html მაღალი ინფლიაციაა და დოლარი უფასურდება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.