Jump to content

Camex - მოერიდეთ ამ კომპანიას


Recommended Posts

მოკლედ ცოტა დიდი პოსტია მაგრამ თუ არ გინდათ ჩემსავით ნერვები მოიშალოთ და არა მარტო გირჩევთ წაიკითხოთ, ან უბრალოდ არ წაიკითხოთ მაგრამ არ გაეკაროთ ამ კომპანიას.

როცა თბილისში ვცხოვრობდი ამ კომპანისს გახსნის დღიდან მათი მომხმარებელი ვიყავი წლების განმავლობაში და სულ რეკომენდაციას ვუწევდი. იყო რამდენიმე წელი რო ფაქტიურად რეისი არ გამომიტოვებია რამე რო არ გამომეწერა, საახლობლოში ვინმეს რამე თუ უნდოდა მე ვუწერდი.

მაგრამ როცა დავბრუნდი ზუგდიდში დამატებით საკურიერო მომსახურებაში ფული რო არ მეხადა ისეთი გადამზიდი კომპანია ვიპოვე რომელსაც აქაც აქვს ფილიალი.

მარტში მეგობარმა მთხოვა რომ რაღაც გამომეწერა მისთვის. ნივთის რეალური საბაზრო ფასი იყო 100ევროზე მეტი მაგრამ დეფექტიანი იყო ამიტომ ტიპი 50ევროდ ყიდდა. ეჩქარებოდა ამანათის ჩამოსვლა ამიტომ იძულებული გავხდით აგვერჩია კამექსი რადგან სხვა გადამზიდის მისამართზე მისვლას ვერ ასწრებდა ამანათი რეისამდე.

მოკლედ ვიყიდეთ ამანათი გაიგზავნა კამექსის მისამართზე, რახან საბანკო გადარიცხვით იყო გადახდა განხორციელებული, ავტვირთე საიტის ინვოისი და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი სადაც ჩანდა რის გამო განცოხრციელდა გადარიცხვა. შიფინგი 5ევრო ქონდა და სულ დამავიწყდა რომ თუ განბაჟება არ უწევს შიფინგის ფასს არ უთითებ და მივუთითე 55ევრო.

მოკლედ თავიდან ამაზე გაატრაკეს კარგა ხანი, მერე ჩავასწორე დიდი ვაივაგლახით გავაგებინე რომ რომელი ფაილი რა იყო, გერმანულენოვანი საიტიდან მქონდა გამოწერილი და თაგმანიც კი დავურთე. ეს ხდება როცა მგონია რო უკვე საბაჟო პროცედურების დრო მოვიდა, იმიტომ რომ რეალურად როცა საბაჟო მოთხოვს მაშინ ხო ამოწმებენ ამ ინვოისებს, მეტი არაა ჩემი მტერი ამ 5 ევროს ჩაძიებოდნენ თვითონ საბაჟოს რო არ მოეთხოვა. ეს მიმოწერა და საუბარი ხდებოდა 28-29 მარტს. 

ხოდა მგონია რო ნივთი საბაჟოზეა და გავაგებინე ამათ ყველაფერი და დღე-დღეზე მომივა მესიჯი რო შემიძლია გავიტანო ამანათი, რო მირეკავენ მეორე დილით და მეუბნებიან შენი ამანათი დაიკარგაო. თურმე ავიაკომპანიამ საქართველოში ჩამოიტანა ამანათი და საწყობიდან გაქრა ამანათი, მათი თქმით ჩემ გარდა კიდე 24 ადამიანს დაუკარგეს ამანათი. ამის გარკვევაში კიდე კარგა ხანი გაიწელა და მერე როგორც იქნა რაღაც პდფ ფაილი გამომიგზავნეს სადაც წერია რომ განაცხადი დაკარგული ნივთების შესახებ პოლიციაში კამექსმა შეიტანა 25 მარტს. ჩამოთვლილია სხვა ადამიანებიც ვისაც ასევე დაუკარგეს ამანათები და შემდეგ წერია ასეთი რამ:

Quote

ამანათი გერმანიიდან პეგასუსის რეისით ჩამოვიდა 24 მარტს და იმავე დღეს ტვირთი მიიღო საბაჟო ტერმინალ შპს "ლასარემ", ტვირთის მიღების დროს გარეგნულად ტვირთს დაზიანება არ აღენიშნებოდა და დასაწყობდა ტერმინალში 5 ადგილად. ნანახი იქნა შპს "ლასარეს" სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია ზემოთ აღნიშნული ტვირთის მიღება და დასაწყობება, სადაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ნიშნებს, ამიტომ მასზე გამოძიება არ დაიწყება.


ანუ რა ხდება ამანათი უკვე იცოდნენ რო დაკარგული იყო და ეს 4 დღე მაწვალებდნენ ამ ინვოისის თემაზე, აი რატომ? მაგრამ კაი ჯანდაბას ვთქვათ მართლა ისე მოხდა როგორც მათ მიერ მოწოდებულ ფაილშია და ავიაკომპანიამ დაკარგა ამანათი სადღაც შავ ხვრელში. 

შევეგუე მოკლედ რომ ამანათი დამიკარგეს და დავთანხმდი ანაზღაურებას იმ თანხისას რაც ინვოისით იყო გათვალისწინებული. ამასთან ამ ამანათის ტრანსპორტირებაში გადავიხადე 175ლარი მგონი. რადგან ამანათი სხვამ გამომაწერია შესაბამისად თანხაც როგორც ტრანსპორტირება ასევე ნივთის ღირებულება მისი გადახდილია და მას უნდა დავუბრუნო.

მომთხოვეს რაღაც საბუთზე ხელის მოწერა რომლთაც ვადასტურებდი რომ თანახმა ვიყავი თანხა აენაზღაურებინათ. სანამ მოვაწერდი ამ საბუთს ხელს მეილზე მქონდა მიმოწერა თანამშრომელთან რომელსაც ვთხოვე, რომ ნივთის ღირებულების თანხასთან ერთად, ტრანსპორტირების თანხაც კამექსის ბალანსის ნაცვლად ჩებს ბანკის ანგარიშზე დაერიცხათ და სწორედ ასეთი შინაარსის ვორდის ფაილი გამომიგზავნა ხელმოსაწერად. რამდენიმე დღეში მაინც თბილისში მიწევდა წასვლა ამიტომ დამეზარა ახლა ამ ფაილის ამოპრინტვა, ხელის მოწერა დასკანირება და გაგზავნაზე ჩალიჩი და თბილისში მივედი პირდაპირ მათ ფილიალში. სადაც მოვაწერე კიდეც ხელი ამ დოკუმენტს. ეგ იყო აღდგომის წინა დღეებში. 

მოკლედ 3 კვირა ველოდე და როგორც იქნა თანხა დამერიცხა ანგარიშზე, მაგრამ აქ ახალი სიურპრიზია დამერიცხა მარტო 55ევროს ექვივალენტი ლარში. და ტრანსპორტირების თანხა არ დამერიცხა. შევდივარ კამექსის პროფილში და ტრანსპორტირებაში რაც გადავიხადე ეგ თანხა ბალანსზეა დაბრუნებული. მივწერე ისევ რო რატო ქენით ასეთქო, ხო გთხოვეთ მთლიანად ბანკის ანგარიშზე დამისვითქო და დამირეკეს ცოტა ხნის წინ და ისეთი აბდაუბდა მელაპარაკა ის გოგო რო აი არ ვიცი ეგენი რითი აზროვნებენ. ფიზიკურად შეუძლებელიაო რო ბალანზე რო დაგიჯდება ის თანხა რო ბანკის ანგარიშზე გადმოგირიცხოთო და სვანაირად არ გამოვაო, გინდა თუ არა უნდა გამოიწეროო რამე და იქიდან დაიქვითებაო ეგ თანხა თუ არადა ფული ჩვენ დაგვრჩებაო და შენ იყავიო ისე პირდაღებული.

აი რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს?  პროფესიონალიზმზე ხო საუბარი ზედმეტია, არცერთი გადამზიდი კომპანია არაა საქართველოში პროფესიონალებით დაკომპლექტებული ყველგან ერთი და იგივე ლეღვობა ხდება მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.

ერთ დროს კომპანია, რომელიც თუ რეისს დაგიგვიანებდა ტრანსპორტირების თანხას არ გახდევიებდა, დღეს ასეთ რამეებს გიჩალიჩებს. 
 

Link to comment
Share on other sites

კამექსი სალობიეა,  ფილიალში რო შეხვალ უკვე ყველაფერი გასაგებია

ზოგადად ყველა ჩამომტანი ცოდავს და ბევრი იაღლიშებია, მარა u2g მაინც პრიორიტეტშია ჩემთვის

სანამ ბესტექსი არსებობდა მაგას სერვისს ვიყენებდი ფორუმის ფასდაკლებით ვსარგებლობდი და 5.8$-ს ვიხდიდი კილოში, რაც ეგ დაიხურა მარტო u2g-ს ვიყენებ, დანარჩენები ყველა უარესია

Link to comment
Share on other sites

usa2georgias თი ჩამომაქ მეც, არ ყოფილა არასდროს პრობლემა არაფერი დაკარგულა, თან მიხვალ აკრიფავ კოდს და ეგაა, მაგრა გაამარტივეს

ფილიალებიც ბევრი აქვთ

 

Link to comment
Share on other sites

ხო მაგრამ U2G-ს მარტო ამერიკაში აქ მისამართი. ეგ კიდე გერმანიიდან გამოწერილ ამანათზე დამემართა. ახლა ბოლო დროს არ ვიცი მაგრამ ამაზე უარესები აქ U2G-ს განაკეთები. მახსოვს ტიპმა წლების წინ კარგი ძვირიანი ვიდეოკარტა გამოწერა, ოთახში დაუფიქსირდა რო კილოზე მეტს იწონიდა და რო ჩამოვიდა ცარიელი ყუთი იყო. აშკარა ხოა რომ ვიდეო კარტა დაიკარგა უკვე მას შემდეგ რაც U2G-ს ჩაბართა ამანათი ამერიკაში მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს ეგ ტიპი და არ აუნაზღაურეს საერთოდ.

 

 

Link to comment
Share on other sites

კამექსმა 2018 მომიშალა ნერვები მაგრად, შტატებიდან ამანატს 1 თვე რომ ველოდებოდი, მაგის მერე აღარ გამიხედავ მაგათკენ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...