Magdalena Posted May 12, 2022 Share Posted May 12, 2022 თანამედროვე სერვერების მეხსიერებისადმი მოთხოვნები მუდმივად იზრდება. მეტასამყაროს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭიროა მოცულობისა და სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე შეყოვნების შემცირება. მხოლოდ ტრადიციული DDR მოდულების გამოყენება ზღუდავს მასშტაბირების შესაძლებლობებს, საჭიროა ახალი მიდგომა. კომპანია Samsung Electronics-ს აქვს გადაწყვეტილება - Compute Express Link-ის (CXL) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც საშუალებას იძლევა სერვერი აღიჭურვოს ათ ტერაბაიტზე მეტი ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც წამში რამდენიმე ტერაბაიტის გატარუნარიანია. Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა ინდუსტრიაში პირველი CXL სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 512 გბ-მდე მოცულობით. გასულ წელს დაანონსდა პროტოტიპი, მთელი ეს დრო მიმდინარეობდა მისი გაუმჯობესება კორპორატიული სექტორის კომპანიებსა და მწარმოებლებთან თანამშრომლობის შედეგად. თავდაპირველ პროდუქტთან შედარებით შესაძლებელი გახდა მოცულობის ოთხჯერ გაზრდა, ხოლო შეყოვნების ხუთჯერ შემცირება. Samsung CXL მეხსიერებისთვის გამოიყენება სპეციალური ინტეგრირებული სქემა და კონტროლერი, მხარდაჭერილია PCIe Gen5 ინტერფეისი, მოწყობილობა დამზადებულია EDSFF (E3.S) ფორმ-ფაქტორში. CXL მეხსიერება პროცესორის მიერ აღიქმება, როგორც ძირითადი. Samsung დაიწყებს ნიმუშების მიწოდებას პარტნიორებისთვის დაიწყებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთობლივი ტესტირებისა და კომერციალიზაციისთვის მოსამზადებლად, რათა გამოუშვას მომავალი თაობის სასერვერო პლატფორმები ახალი PCIe ინტერფეისის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/msh9bn45 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.