Magdalena Posted May 11, 2022 Share Posted May 11, 2022 კომპანია Gigabyte-მა წარადგინა უზარმაზარი 55-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი S55U, რომელსაც აქვს ოპერაციული სისტემა Android და ციფრულ ხმოვან დამხმარე Google ასისტენტის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Hermitage Akihabara Gigabyte S55U-ს საფუძვლად უდევს 4K გაფართოების VA მატრიცა კვანტური პიქსელების განათებისა და 132 ზონის ადგილობრივი ჩაბნელების ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ეკრანის სიკაშკაშის ტიპური მაჩვენებელია 500 კდ/მ2, მაქსიმალური კი - 1500 კდ/მ2, კონტრასტულობაა 5000:1. მხარდაჭერილია 1.07 მილიარდი ფერი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის მინიმალური დრო - 2 მილიწამი (საშუალოდ 5 მწ), აგრეთვე მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. კომპანია მიუთითებს, რომ მონიტორი ფლობს 96%-იან DCI-P3 და 140-%-იან sRGB ფერთა გამას. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორ-ორი პორტი HDMI 2.1 და HDMI 2.0, თითო შემავალ-გამავალი USB 3.2 Gen 1, ერთი USB 2.0, აგრეთვე ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორს ასევე აქვს ორი სტერეოდინამიკი, სიმძლავრით თითოეული 10 ვატი, გააჩნია LAN კონექტორი, აგრეთვე Wi-Fi 5 და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 400 × 300 მმ ზომის VESA სამაგრი. Gigabyte S55U-ის ზომა შეადგენს 1232 × 309 × 749 მმ-ს, წონა - 18.1 კგ-ს. ახალი მონიტორის ფასისა და გაყიდვაში გამოსვლის თარიღის შესახებ კომპანიას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/4raerbjp Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.