Magdalena Posted May 9, 2022 Share Posted May 9, 2022 ტაივანური კომპანია ASUS და გაგრილების ავსტრიული მწარმოებელი Noctua გამოსაშვებად ამზადებენ თანამშრომლობის ახალ შედეგს, ეს იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია გაგრილების სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის ავსტრიული ბრენდის ორი მოზრდილი, 120-მილიმეტრიანი ქულერი. ფოტოს წყარო: VideoCardz ადრე კომპანიებმა ერთობლივად გამოუშვეს ASUS GeForce RTX 3070 Noctua Edition, იგი გამოირჩეოდა უჩვეულო გაგრილების სისტემით, რომელიც წარმოდგენილი იყო ორი ეფექტური, თანაც ძალიან ჩუმი 120-მილიმეტრიანი ქულერით NF-A12x25. მოგვიანებით Noctua-მ დაადასტურა, რომ ASUS-თან თანამშრომლობა გაგრძელდებოდა და უახლოეს მომავალში ბაზარზე ერთობლივად შემუშავებული გრაფიკული დაფების ახალი მოდელები გამოჩნდებოდა. როგორც ჩანს, ეს მომავალი ძალიან მალე დადგება. პორტალ VideoCardz-მა გააზიარა უფრო ძლიერი ASUS GeForce RTX 3080 10 GB Noctua Edition-ის სურათები. საინტერესოა, რომ მწარმოებლებმა გადაწყვიტეს აირჩიონ მოდელი, რომელიც ბორტზე მხოლოდ 10 გბ ვიდეო მეხსიერებას ატარებს, თუმცა ბაზარზე არსებობს 12 გბ მეხსიერების მქონე ვერსიაც. ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition-ს ექნება ამავე შესრულების GeForce RTX 3070 მოდელის დიზაინი. GeForce RTX 3080 Noctua-ს ზომა გაფართოების ოთხ სლოტს შეადგენს. მასში, როგორც ჩანს, გამოყენებულია ისეთივე ქულერები, როგორიც უმცროს ვერსიაში, თუმცა რადიატორი უფრო მასიური აქვს უფრო მაღალი წარმადობის GPU-ის შესაბამისად. ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები ამჟამად უცნობია. ფოტოებზე ჩანს, რომ ამაჩქარებელს აქვს ორი 8-პინიანი კვების კონექტორი და გარე ინტერფეისების არასტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. დიდი ალბათობით, დაფას საფუძვლად უდევს ASUS GeForce RTX 3080 TUF მოდელის PCB. VideoCardz-ის მონაცემებით ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition-ის ფასი 1150 ევროს შეადგენს, რაც 250 ევროთი აღემატება ამავე შესრულების GeForce RTX 3070 მოდელს. ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/4vtbavcr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.