Magdalena Posted May 7, 2022 Share Posted May 7, 2022 კომპანია Lenovo-მ წარადგინა ახალი თაობის ჰიბრიდული პორტატული კომპიუტერი Yoga 7, რომელსაც აქვს 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. მოწყობილობა აღჭურვილია AMD-ის პროცესორით, პროგრამული პლატფორმის სახით კი გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: Lenovo ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება 2880 × 1800 პიქსელი გაფართოების მქონე 2.8K OLED დისპლეით ან 2240 × 1400 პიქსელი გაფართოების 2.2K LCD ეკრანით. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა ლეპტოპი პლანშეტად გადაიქცეს. მოდიფიკაციის შესაბამისად მოწყობილობაში გამოყენებული იქნება პროცესორი Ryzen 7 6800U ან Ryzen 5 6600U. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8-დან 32 გბ-მდე, SSD-ის - 256 გბ-დან 1 ტბ-მდე. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. გათვალისწინებულია microSD სლოტი. ლეპტოპის ზომაა 316.66 × 220.25 × 17.35 მმ, წონა - 1.43 კგ. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, HDMI 2.1, USB 3.2 Gen 1 Type-A, 3.5-მილიმეტრიანი კომბინირებული აუდიოკონექტორი. ლეპტოპი ხელმისაწვდომია ორ ფერში - Storm Grey და Stone Blue. https://tinyurl.com/mssx89ut Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.