Magdalena Posted May 5, 2022 Share Posted May 5, 2022 RDNA - ეს არის AMD-ის მიერ შემუშავებული გრაფიკული პროცესორის მიკროარქიტექტურისა და არქიტექტურის თანამდევი ინსტრუქციების ნაკრების კოდური დასახელება. RDNA 3-ზე დამყარებული გრაფიკული პროცესორების შესახებ პირველადი ცნობები მეტად ამბიციური იყო: ამტკიცებდნენ, რომ ახალ GPU-ებს ექნებოდა 15360-მდე ნაკადური პროცესორი. მას შემდეგ ტექნოლოგიის შემუშავება გაგრძელდა და გაჩნდა ახალი ინფორმაცია. მისი გათვალისწინებით ინსაიდერებმა დაიწყეს თავიანთი წინა განცხადებების გადახედვა და ახალ მახასიათებლებზე საუბარი. Redfire-ისგან მიღებული ახალი ცნობების თანახმად გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ს ექნება დაახლოებით 6 შეიდერ-ძრავი - თითოეული ორი შეიდერ-მასივით (ჯამში 12x). ამ მასივებიდან თითოეულში მოცემული იქნება ოთხი სამუშაო ჯგუფი 256 ნაკადური პროცესორით - ჯამში წარმოდგენილი იქნება 48 სამუშაო ჯგუფი და 12288 ნაკადური პროცესორი. ეს მაჩვენებელი 12 სამუშაო ჯგუფითა და 3072 ნაკადური პროცესორით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველ შეტყობინებებში ცხადდებოდა. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორ Navi 32-ს, ახალი ცნობების თანახმად ექნება ოთხი შეიდერ-ძრავი, რვა შეიდერ-მასივი, 32 სამუშაო ჯგუფი და 8192 ნაკადური პროცესორი. და ბოლო, GPU Navi 33-ს, როგორც ამჟამად არის ცნობილი, ექნება ორი შეიდერ-ძრავი და ოთხი შეიდერ-პროცესორი და ოცის ნაცვლად 16 სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების შემცირება ასევე გამოიწვევს ნაკადური პროცესორების რიცხვის შემცირებას, რაც, როგორც მიიჩნევა, იქნება 4096 (ძველი ცნობებით, 5120 უნდა ყოფილიყო). ახალი ტექნიკური მახასიათებლები ასევე წინააღმდეგობაში მოდის Greymon55-ის შეტყობინებასთან, რომელშიც ინსაიდერი ამტკიცებდა, რომ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ს შეეძლო 92 TFLOPS წარმადობის უზრუნველყოფა FP32 ოპერაციებში. ამის ნაცვლად, თუკი +3 გჰც სიხშირის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეა, ფლაგმანურ GPU-ში ვიხილავთ დაახლოებით 73 TFLOPS წარმადობას. https://tinyurl.com/wrzfymu9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.