Magdalena Posted May 4, 2022 Share Posted May 4, 2022 პოპულარულმა ბენჩმარკ AnTuTu-მ გამოაქვეყნა სმარტფონების წარმადობის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილისთვის. შედეგები წარმოდგენილია ფლაგმანური მოწყობილობების, ქვეფლაგმანების და საშუალო დონის მოწყობილობების კატეგორიებში. ფოტოს წყარო: Black Shark გასული თვის შეჯამებით ლიდერი გახდა გეიმინგ სმარტფონი Black Shark 5 Pro, რომელმაც დააფიქსირა 1 062 747 ქულა. შემდეგ მოდის Red Magic 7 Pro და Lenovo Legion Y90 შედეგებით - 1 032 494 და 1 023 934 ქულა, შესაბამისად. ფოტოს წყარო: AnTuTu აღსანიშნავია, რომ ათი უძლიერესი მოწყობილობიდან ცხრაში გამოყენებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. კიდევ ერთი მოწყობილობა - მოდელი Vivo X80 (მეოთხე პოზიცია) დამყარებულია MediaTek Dimensity 9000 ჩიპზე. სუბფლაგმანების კატეგორიაში პირველი ადგილი Redmi K50-მა დაიკავა Dimensity 8100 პლატფორმით: მისი შედეგი არის 814032 ქულა. ამ რეიტინგში ასევე შედის შვიდი მოდელი Snapdragon 870 პროცესორზე. ფოტოს წყარო: AnTuTu რაც შეეხება საშუალო დონის სმარტფონებს, აქ ლიდერობს iQOO Z5 ჩიპით Snapdragon 778G: მოწყობილობამ 572188 ქულა დააგროვა. ზოგადად ეს რეიტინგი ამგვარად გამოიყურება: https://tinyurl.com/ynav2ey6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.