Magdalena Posted April 27, 2022 Share Posted April 27, 2022 Starlink-მა უკვე დადო კონტრაქტი JSX-ის თვითმფრინავების კარგი ინტერნეტ-კავშირით უზრუნველსაყოფად, ამჟამად კი Hawaiian Airlines შეუერთდა მათ რიცხვს, ვისაც სურს ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების გამოცდა. Starlink-ის მფლობელი კომპანია გვპირდება, რომ მომავალ წელს დაუკავშირდება ავიაკომპანიის თვითმფრინავებს, ხოლო ავიაკომპანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წვდომა გამონაკლისის გარეშე ყველასთვის უფასო იქნება რა თქმა უნდა მათთვის, ვინც Hawaiian Airlines-ს აირჩევს. SpaceX-ისთვის ეს უნდა იყოს მთავარი მიღწევა და გარღვევა ავიაკომპანიებთან მუშაობის სფეროში, რადგან ეს არის პირველი კონტრაქტი დიდ ავიაკომპანიასთან. შეგახსენებთ, რომ ადრე კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ჩარტერულ გადამზიდავ JSX-თან და ასევე განახორციელა ქსელის ტესტირება Delta-ს თვითმფრინავებზე. ავიაკომპანიის ასეთი მასშტაბური გეგმები შესაძლოა აიტაცონ სხვა ავიაგადამზადავებმაც, სამომავლოდ SpaceX-თან კონტრაქტები და თვითმფრინავებში ინტერნეტთან უფასო წვდომა შესაძლოა წარმოადგინონ ყველაზე მოწინავე კომპანიებმა. „ჩვენ არ დაგვიწყია Starlink-ის ქსელის ტესტირების პროცესი ჩვენს თვითმფრინავებში, გვაქვს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას პროდუქტის გამოსაყენებლად“. ამის შესახებ განაცხადა Hawaiian Airlines-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა. კომპანია გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს. ამ დროისთვის Wi-Fi ქსელი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა დირექტორმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სიჩქარით. კომპანიის ყველა მომავალი და ამჟამინდელი თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი. https://tinyurl.com/4tc4mc6f Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.