Jump to content

13 მარტი - გამყინვარება + 4 ადგილით წინ HWBot-ზე


Recommended Posts

ტექსტი დაწერილია იმის გათვალისწინებით, რომ ამას წაიკითხავენ არა მარტო გამოცდილი წევრები, არამედ ახალბედა ოვერქლოქერებიც, რომლებსაც სურთ, ექსტრიმს ეზიარონ, შესაბამისად, ჩართული იქნება რჩევები და ინსტრუქციებიც

ორი კვირის მზადების შემდეგ, როგორც იქნა, შევაგროვე ჰარდი და დავიწყე მზადება ექსტრემალური სესიისთვის. "მუღამი" დიდი იყო, მით უფრო, რომ ექსტრიმ სესია კაი ხანია არ გვქონია. დიადი მიზანიც დასახულ იქნა - 100+ ქულა HWBot-ზე, პირად და გუნდის აქტივში.

ექსტრიმ სესია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 12 მარტის საღამოს წინასწარი სამზადისი, ინსულაცია და ა.შ., ხოლო 13 მარტს შუაღამისას და დღისით უკვე მთელი ექსტრიმი.

ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა რამდენიმედღიანი მზადება წყლის გაგრილების სისტემით. საერთოდ, აუცილებელია, გაყინვამდე კარგად შეისწავლოთ სისტემა ჰაერის ან წყლის გაგრილების გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ თხევადი აზოტისა და მშრალი ყინულის გამოყენებით, დაკარგავთ უამრავ დროს, დახარჯავთ უამრავ აზოტსა და ყინულს ტყუილად და ვერც სასურველ შედეგებს მიიღებთ.

მოკლედ, დღევანდელ სესიაში მონაწილეობდა შემდეგი ჰარდი:

პროცი: Intel Core 2 Duo E8600

მობო: Asus Rampage Extreme

ოპერები: OCZ Platinum PC 12800 7-7-7 1.65V, Micron D9JNL, 2X1GB

ვიდეო: PNY Geforce GTX 280 (დიდი მადლობა davita-ს ვიდეოს გასაბენჩად თხოვებისთვის)

კვება: Enermax Revolution 85+ 1K watts

+ Dragon F1 ტუბი და 13-14 ლიტრი თხევადი აზოტი.

მაზერის ინსულაციისთვის გამოყენებულ იქნა მაღალი ხარისხის ხელსახოცები (ე.წ. სელპაკის სპილოები) და ტილო (დამწყებებისთვის: ინსულაცია კეთდება ისეთი მასალებისგან, რომლებიც სითბოს ცუდად ატარებენ და ტენს კარგად იწოვენ, ქაღალდიც და სპეც. ტილოც ასეთი მასალებია).

ასე გამოიყურება რამპეიჯ ექსტრიმი:

DSC02018.jpg

ესაა საშლელი, რომელსაც ასევე ინსულაციისთვის გამოვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ თვითონ საშლელი სითბოს ძალიან ადვილად ატარებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, ჰაერი გამოდევნოს დედა დაფის კრიტიკული ნაწილებიდან. დამწყებებს: სადაც ჰაერი არაა, იქ ტენიც არაა. წყალი დედა დაფაზე ან სხვა ნაწილებზე ექსტრემალური გაგრილების გამოყენებისას ჰაერში არსებული ტენის კონდენსირებით ხდება.

DSC02022.jpg

ეს კი F1-ის ბექპლეიტი, სამაგრები და ჩვენი სპეც ტილოა. ეს ტილოები იყიდება გუდვილში, პაკეტი ღირს 2.95 ლარი. პაკეტში 6 ცალი ტილოა, თითო 40X40 სმ ზომის დაახლოებით. მოკლედ, ჩვენი საქმისთვის გამოსადეგი და საჭიროა. ძალიან ადვილად იწოვს სითხეს, + საკმარისი სისქე აქვს, რომ სისველე გაატაროს და ზედაპირი მეტნაკლებად მშრალად შეინახოს.

DSC02024.jpg

REX-ი მზადაა საშლელის ინსულაციის მისაღებად:

DSC02025.jpg

ესეც "დასაშლელებული" მობო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩვეულებრივი საშლელი არაა. არის რაღაც საშლელისა და პლასტელინის ნაზავი, შესაბამისად, ადვილად იზილება ხელში. ამ საშლელის ყიდვა შეიძლება ზოგიერთ ცოტა ჰაი-ენდ საკანცელარიო მაღაზიაში. ერთ-ერთი ასეთი მაღაზია თამარაშვილის ქუჩის ბოლოშია.

მოკლედ, ზილავთ საშლელს ხელში სანამ არ დარბილდება (თუ არ გემორჩილებათ, ოდნავ შეათბეთ, ოღონდ არა ცეცხლზე) და შემდეგ ნელ-ნელა ვაკრობთ დედა დაფაზე, სანამ სოკეტის გარშემო ყველა ელექტოსტატიკური მუხტისადმი კრიტიკულ დეტალებს არ დავფარავთ.

აუცილებელია, საშლელით ამოავსოთ სოკეტში არსებული ცარიელი ადგილებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოკეტი პირველი ადგილი იქნება, სადაც წყალი ჩადგება!

DSC02026.jpg

კიდევ ერთი ხედი:

DSC02027.jpg

საშლელის შემდეგ საჭიროა ცუდი თბოგამტარი მასალის დაფენა. ჩვენს შემთხვევაში ესენია სელპაკის ხელსახოცები და ჩვენი სპეც. ტილო:

DSC02028.jpg

DSC02029.jpg

შემდეგ კიდევ ერთი საინსულაციო მატერიალი (ჯანდაბა, გამახსენეთ რა ჰქვია ამ მასალას, ვერ ვიხსენებ ვერაფრით):

+ არ დაგავიწყდეთ, რომ პროცესორთან სივრცე თავისუფალი იყოს, რათა ტუბი ადვილად ჩაეტიოს.

DSC02032.jpg

ინსულაცია თვითონ ტუბსაც სჭირდება. ინსულირებული ტუბი ტემპერატურას უფრო უკეთ შეინარჩუნებს, ვიდრე "შიშველი". ჩემს შემთხვევაში, ტუბის საინსულაციოდ იგივე სპეც. ტილო გამოვიყენე, 2 ცალი.

DSC02033.jpg

ტუბიც შევფუთეთ და ახლა დავაყენოთ.

DSC02035.jpg

DSC02036.jpg

ამის შემდეგ უკვე სტენდი მთლიანად ეწყობა და კვლავ ჰაერის გაგრილებით ვამოწმებთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. არ ეცეთ პირდაპირ აზოტს ან ყინულს.

DSC02038.JPG

ხედი მეორე:

DSC02039.JPG

და უკვე SuperPI 32M-ის დროს გადაღებული სურათები:

DSC02040.JPG

DSC02042.JPG

დამწყებები კარგად დააკვირდით სტენდს. ვიყენებ თხევად აზოტს, მაგრამ დამატებით გვაქვს 3 ფენი, რისთვის? მუდმივად მოძრავი თბილი ჰაერის ნაკადით ჩვენ პრაქტიკულად შეუძლებელს ვხდით დედა დაფის ცივ რადიატორებზე კონდენსატის წარმოქმნას. ტუბი გაყინულია, ცივია მის გარშემო არსებული ყველა რადიატორიც, მაგრამ კონდენსატი არ წარმოქმნილა საათობით ბენჩაობის შემდეგაც კი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერის ნაკადი მოძრავია. (აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენი ზურას, ვესტსაიდერის დამსახურებაც ამ იდეის განვითარებაში. პირველად სწორედ ზურას მაგალითზე "დავამუღამე" ჰაერის ნაკადის გამოყენება კონდენსატის წინააღმდეგ საბრძოლველად). მეორე ფენი, რომელიც ზემოდანაა დამაგრებული, ძირითადად ოპერებს აწვდის ცივ ჰაერს, + ტუბიდან ამოსული ორთქლის ნაწილის გაფანტვაშიც იღებს მონაწილეობას. და ბოლოს, მესამე, ფერად-ფერადი ფენი ვიდეო დაფას აწვდის გრილ ჰაერს.

+ უსაფრთხოებისთვის, ფენებზე დაყენებული მაქვს მეტალის "სეტკები". დამიჯერეთ, თუ ფენებიც ისეთივე ექსტრემალური გაქვთ, როგორიც პროცესორის გაგრილების სისტემა (სურათზე არსებული ფენები 2000-დან 3000 ბრუნამდე/წუთში სიჩქარით მოძრაობენ. განსაკუთრებით საშიშები დიდი Scythe Kaze Maru-ები არიან.), ესეც გარკვეულწილად, აუცილებელია. მით უმეტეს, როცა ღია სტენდთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, აქტიურად ექსტრემალური სესია 13 მარტის ღამეს დაიწყო, გამთენიისას უფრო სწორად, დილის 4 საათზე. დაახლოებით 2 ლიტრამდე აზოტის გამოყენების შემდეგ სრული ფიასკო განვიცადე - თხევადი აზოტით სავსე თერმოსი, რომელიც თავახდილი იდგა რა თქმა უნდა (არასდროს დაახუროთ თავზე თხევადი აზოტით სავსე ჭურჭელს (დიარი არ იგულისხმება), დიდი წნევის წარმოქმნის შედეგად გასკდება ჭურჭელი), გასკდა. თერმოსის მინის რეზერვუარი მთლიანად დაიფშვნა, ნამსხვრევები აღმოჩნდა ჩემს თავზეც, საბედნიეროდ, სტენდი უვნებლად გადარჩა. აფეთქებამ თერმოსს ძირიც გააძრო და 2 ლიტრამდე თხევადი აზოტით დავკარგეთ.

მოკლედ, სანამ ნამსხვერევებით მოფენილ მაგიდას და გარემოს დავალაგებდი, სისტემის გათიშვა მომიწია, თანამ მეორე დღემდე - გაყინულმა ტუბმა სისტემის გამორთვის შემდეგ ოხრად კონდესატი წარმოქმნა რა თქმა უნდა და ასეთ მდგომარებაში სისტემის დაქოქვა ყოვლად დაუშვებელი იყო. სტენდი დაიშალა და მაზერი გასაშრობად მიეფიცხა "კარმას".

აქედან, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი წესი: არასოდეს, არასოდეს გამოიყენოთ თხევად აზოტთან მუსაობისას მინის თერმოსები! თორემ მიიღებთ იგივეს, რასაც მე, ცოტა ხანში მინის თერმოსი ნამსხვრევებად იქცევა.

მეც ცოტა გამოვიძინე და დილიდან საქმეს შევუდექი - ხელახლა ავაწყვე სტენდი. სამწუხაროდ, 4 ლიტრამდე თხევადი აზოტი დაკარგული იყო, ამიტომ დრო ცოტა მქონდა. ვერც სისტემის გატვიკვა მოვასწარი საფუძვლიანად. შედეგად, დავკმაყოფილდი 6200 მჰზ სიხშირით პროცესორზე.

რაც შეეხება შედეგებს და მიზანს, იგი მიღწეული იქნა. შედეგები HWBot-ზე ასე გამოიყურება:

SuperPI 1M - 7.469 sec - 5.6 + 8.5 ქულა

SuperPI 32M - 8m 02.203 sec - 1.3 + 11.8 ქულა

wPrime 32M - 12.547 sec - 11.1 + 12.3 ქულა

wPrime 1024M - 6 min, 42 sec, 500 ms - 9.6 + 5.7 ქულა

PiFast - 15.13 sec - 15.0 + 11.1 ქულა

PCMARK 05 - 14197 marks - 2.9 + 0.1 ქულა

AquaMark - 346394 marks - 10.0 + 5.5 ქულა

3DMark01 - 103542 marks - 15.0 + 6.2 ქულა

3DMark03 - 68202 marks - 0.0 + 2.3 ქულა

3DMark05 - 35046 marks - 4.2 + 7.1 ქულა

მოკლედ, 146 ქულაა ჯამში და 4 ადგილით წინ წავიწიეთ გუნდურ რანკინგში, მე-60-დან 56-ეზე გადავედით.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ თხევადი აზოტი გამითავდა, ვეღარ მოვასწარი დარჩენილი ბენჩმარკების გატარება (3DMark/PCMark Vantage და ა.შ.)

სტენდის დაშლა

სტენდის დაშლისას/გალღობისას აუცილებლად გამოიყენეთ ჩართული ფენები. ანუ როცა ბენჩაობას დაასრულებთ და სტენდი დასაშლელია, ფენები ჩართული დატოვეთ და ასე "გაადნეთ" სტენდი. თან ნელ-ნელა გამდნარი ყინული, რომელიც ტუბზე იქნება, მოაშორეთ. ამ მეთოდით, სტენდს დაშლით პრაქტიკულად ისე, რომ წვეთი კონდენსატი არ გაჩნდება მაზერზე. ისევ და ისევ ჰაერის ნაკადის ფილოსოფია :) მადლობა ვესტ ამ იდეისთვის, პირადად.

ესეც ასე, მთავარია ახლა ამაზე არ გავჩერდეთ. 146 ქულა კარგია, მაგრამ კიდევ ბეეევრი გვინდა.

----------------------------------------------------------P.S. შედეგებში ვერ ნახავთ CPU-Z-ის სიხშირის შედეგს. 6300 მჰც დავაფიქსირე, მაგრამ სამწუხაროდ, ვალიდაციის ფაილი დაზიანებული გამოდგა :( P.P.S. ნეტა ევერესტიც გამეტარება, მაგრამ იმდენად ვჩქარობდი აზოტის სიმცირის გამო, რომ გადამავიწყდა.

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • 11 months later...

აუ აზოტი სად იყიდება ვერ მეტყვიტ და რა გირს მჩირდება რა გტხოოვთ

ეს რა მაგარი თემა ამოგიწევია :)

სამწუხაროდ მე არ ვიცი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხალხო მიტხარიტ რა ტუ იყიდება ან ტუ მომცემენ არასრულწლოვანი ვარ რა გირს და სად იყიდება ? გტხოოვტ რა

Link to comment
Share on other sites

ქავთარაძეზე იზოტოპებსი, ოღონდ საღამოთი მიდი ასე 7 საათის მერე.

აზოტის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელია სპეციალური დიუარი !

Link to comment
Share on other sites

ქავთარაძეზე იზოტოპებსი, ოღონდ საღამოთი მიდი ასე 7 საათის მერე.

აზოტის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელია სპეციალური დიუარი !

გაიხარე და რა გირს დაახლოებიტ ხომ არ იცი?

და ეგ დიური სად იშოვება ვერ მეტყვით რა გირს და სად იყიდება ტუ არ შეწუხდებით

Link to comment
Share on other sites

გაიხარე და რა გირს დაახლოებიტ ხომ არ იცი?

და ეგ დიური სად იშოვება ვერ მეტყვით რა გირს და სად იყიდება ტუ არ შეწუხდებით

ლიტრი 3 ლარი ღირს.

დიუარი ძვირი ღირს. 17 ლიტრიანი სადღაც 200$. თუ ბევრი და დიდი ხნით არ გინდა, ჩვეულებრივი თერმოსითაც შეიძლება ტრანსპროტირება, ოღონდ არა შუშის კედლიანი თერმოსით. ტრამსპორტირებისას ჰერმეტულად არ დაახურო თავსახური

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ლიტრი 3 ლარი ღირს.

დიუარი ძვირი ღირს. 17 ლიტრიანი სადღაც 200$. თუ ბევრი და დიდი ხნით არ გინდა, ჩვეულებრივი თერმოსითაც შეიძლება ტრანსპროტირება, ოღონდ არა შუშის კედლიანი თერმოსით. ტრამსპორტირებისას ჰერმეტულად არ დაახურო თავსახური

დიდი მადლობა და დიუარი სადგაც ნახევარი ლიტრა ლიტრიანი ან უფრო პატარა მინდა და ეს რა გირს ტუ შეგიძლია მითხრა ტუ არ შეწუხდები და ტერმოსიტ რომ წამოვიგებ თავსახური არ უნდა დავახუროო? ტუ არ შეწუხდები მიტხარიტ რა და 3 ლიტრი 3 ლარი უეჩველი ეგრე გირს და უეჩველი ყიდიან:? დიდი მადლობა წინასწარ

Link to comment
Share on other sites

მეტალის თერმოსი იყიდე ლიტრა-ლიტრანახევრიანი და იმით წამოიღე. შუშის თერმოსი მე თავღია მდგომაორებაში ამიფეთქდა :)

იზოტოპებში ნამდვილად იყიდება, ოღონდ საღამოს საათებში :)

ასევე, რუსთავშიც იყიდება, აზოტში.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

შუშის თერმოსი მე თავღია მდგომაორებაში ამიფეთქდა :)

როგორ გადარჩი? :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

მეტალის თერმოსი იყიდე ლიტრა-ლიტრანახევრიანი და იმით წამოიღე. შუშის თერმოსი მე თავღია მდგომაორებაში ამიფეთქდა :)

იზოტოპებში ნამდვილად იყიდება, ოღონდ საღამოს საათებში :)

ასევე, რუსთავშიც იყიდება, აზოტში.

დიდი მადლობა და ეგ მეტალის თერმოსს რომ დავახურო კარგად რამე ხომ არ მოხდება და რამდენი ხანი გამიდზლებს დაახლოებიტ?

Link to comment
Share on other sites

გირჩევ დიუარში შეინახო თუ იშოვი სადმე

http://www.google.ge/search?hl=ka&q=LN2%20dewar&bav=cf.osb&biw=1333&bih=679&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi

წესით ერთ 24 საათში აღარ გექნება (ორთქლდება მალე)

გააჩნია რამდენ ლიტრას აიღებ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა და ეგ მეტალის თერმოსს რომ დავახურო კარგად რამე ხომ არ მოხდება და რამდენი ხანი გამიდზლებს დაახლოებიტ?

დაფარება არ შეიძლება, გასკდება.

არ შეიძლება არა

მხოლოდ თავღია მდგომარეობაში შეიძლება ტრანსპორტირება და შენახვა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

აუ აზოტი სად იყიდება ვერ მეტყვიტ და რა გირს მჩირდება რა გტხოოვთ

შენი პოსტებიდან ისეთი აზრი გამოვიტანე , რომ თითქოს დარაზგონება კი არა არამედ სახლში გინდა რომ 24/7 ზე ამუშაო ხო ?

რამდენი ხანი გამიძლებს - ეს რატო დაწერე ? სარაზგონოდ თუ გინდა მაგ დროში ნაგდად არ ამოგეწურება აზოტის მარაგი :)

Link to comment
Share on other sites

ჩემთან ახლოსაა ქიმიური კომბინატი აწ. უკვე "რუსთავის აზოტი" მარა რათ გინდა შიგნით შესვლა და იქიდან რამის გამოტანა არც ისე ადვილია :D შესვლა-გამოსვლისას პრავერკაა და თუ დაგიჭირეს ჩათვალე რომ 1 ლიტრის ფასად ბინას გაგაყიდინებენ :D

კითხვა მაქვს თემის ავტორთან: მობიდან პლასტელინის მოშორება ადვილი საქმეა? ხო და კიდევ სურათებზე ის ნაწილი რომელიც პლასტელინითაა დაფარული მაინც არის დარჩენილი ღია ადგილები, მგონი კონდენსატორებია და რამე პრობლემას ხომ არ შექმნის ტუბის დამაგრებისას?

Link to comment
Share on other sites

ჩემთან ახლოსაა ქიმიური კომბინატი აწ. უკვე "რუსთავის აზოტი" მარა რათ გინდა შიგნით შესვლა და იქიდან რამის გამოტანა არც ისე ადვილია :D შესვლა-გამოსვლისას პრავერკაა და თუ დაგიჭირეს ჩათვალე რომ 1 ლიტრის ფასად ბინას გაგაყიდინებენ :D

კითხვა მაქვს თემის ავტორთან: მობიდან პლასტელინის მოშორება ადვილი საქმეა? ხო და კიდევ სურათებზე ის ნაწილი რომელიც პლასტელინითაა დაფარული მაინც არის დარჩენილი ღია ადგილები, მგონი კონდენსატორებია და რამე პრობლემას ხომ არ შექმნის ტუბის დამაგრებისას?

მოშორება მარტივია სესიის დამთავრებისთანავე, როდესაც გაყინულია საშლელი და გადაბმულია ერთმანეთზე.

Link to comment
Share on other sites

მოშორება მარტივია სესიის დამთავრებისთანავე, როდესაც გაყინულია საშლელი და გადაბმულია ერთმანეთზე.

მაგ დროს თვითონ მიკროსქემის ნაწილიც რომ აყვეს საშლელს?

Link to comment
Share on other sites

მაგ დროს თვითონ მიკროსქემის ნაწილიც რომ აყვეს საშლელს?

არ გამოვრიცავ, მაგრამ არასდროს დაგვმართვნია მასეთი რაღაც.

Link to comment
Share on other sites

არა, არ აყვება მიკროსქემები, ძალიან ადვილად სძვრება ეგ საშლელი. გადნობის და დარბილების მერეც არაა პრობლემა მაგის აცლა :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.