Jump to content

ევროპარლამენტი კენჭს უყრის DeFi საფულეების მომხმარებლების სავალდებულო გადამოწმების საკითხს


Recommended Posts

image.png 

31 მარტს ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხების კომიტეტი (ECON) კენჭს უყრის დებულებაში ცვლილებებს თანხების გადარიცხვისას კონტრაგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ. წინადადება გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებას, განაცხადა Unstoppable Finance-ის განვითარების მენეჯერმა პატრიკ ჰანსენმა. 

ჰანსენის თქმით ხსენებული ზომა FATF-ის „სამოქმედიო წესების“ განხორციელებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი ავალდებულებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისის პროვაიდერებს, როგორებიცაა ბირჟები და კასტოდიალური სერვისები - გაცვალონ ინფორმაცია თავიანთი მომხმარებლების შესახებ ტრანზაქციების გადაცემისას. 

ევროპარლამენტი ამჟამად შემოთავაზებულ ცვლილებებს განიხილავს. ჰანსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანოს მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის ვარიანტი ამკაცრებს მოთხოვნებს მონაცემთა შეგროვებისა და გაცვლის შესახებ არაკასტოდიალური საფულეებით ოპერაციების განხორციელებისას. 

„თავდაპირველი წინადადებისგან განსხვავებით, რომელიც მოითხოვდა მხოლოდ პერსონალური მონაცემების შეგროვებას (მაგრამ არა გადამოწმებას) არა-ჰოსტინგურ საფულეზე გადატანისას, პროექტი მოითხოვს „დაამოწმოს ინფორმაციის სიზუსტე ინიციატორისა და არაჰოსტინ საფულის მიღმა მყოფი ბენეფიციარის შესახებ.“, - დაწერა მან. 

სპეციალისტმა განმარტა, რომ ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია არაკასტოდიალური კონტრაგენტის შემოწმება. მისი აზრით კანონპროექტი ამჟამინდელი სახით კრიპტო კომპანიებს აიძულებს უარი თქვან ტრანზაქციებზე ასეთ სერვისებთან, რათა შეესაბამებოდნენ მარეგულირებელ მოთხოვნებ. 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობის ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ „დამატებითი სპეციალური ღონისძიებების შემოღების შესაძლებლობას, რათა შემცირდეს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია არაჰოსტინგ საფულეებიდან განხორციელებულ გადარიცხვებთან - მათ შორის პოტენციური შეზღუდვების შემოღებით“. 

”ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიას შეუძლია მთლიანად აკრძალოს ტრანზაქციები არა-ჰოსტინგ საფულეებთან დაკავშირებით, რაც უკვე იყო შემოთავაზებული ზოგიერთი დეპუტატის მიერ წინა პროექტში”, - განმარტა ჰანსენმა. 

სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტში შემოთავაზებულია ინფორმაციის გაცვლა ყველა კრიპტო ტრანზაქციის შესახებ მიუხედავად მათი მოცულობისა. ამავდროულად, ფიატური ვალუტისთვის მინიმალური ზღვარი 1000 ევროა. 

„ციფრული აქტივების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კრიმინალური ქმედებებისა და ფულის გათეთრებისთვის ხელშეწყობის, დაფინანსებისა და დამალვის მიზნით განხორციელებული ტრანსფერების იდენტიფიკაციის გასაადვილებლად კრიპტო ტრანზაქციებზე მინიმალური ზღვარი არ უნდა დაწესდეს“, - ნათქვამია პროექტში. 

ECON-ის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი წარედგინება ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს. საბოლოო მიღებამდე შესაძლოა დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. 

დრე ECON-მა ხმათა მრავლესობით მიიღო კანონპროექტი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. საბოლოო ვერსიაში არ შევიდა შესწორება კონსენსუს Proof-of-Work-ის ალგორითმზე მაინინგის აკრძალვის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება FinCEN-ის საკამათო წინადადებას, რომელიც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტოსაფულეების მომხმარებლების სავალდებულო შემოწმებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.