Jump to content

LG-მ წარადგინა gram სერიის ახალი 14- და 17-დუიმიანი ლეპტოპები წონით 1 და 1.35 კგ


Recommended Posts

იაპონურ კომპანია LG Electronics მარტის ბოლოს გამოუშვებს სამ ბიზნეს-ლეპტოპს თხელი და მსუბუქი მობილური კომპიუტერების სერიაში „LG gram“: ესენია 14-დუიმიანი 14Z95P-NP56J და 14Z95P-NP53J, აგრეთვე 17-დუიმიანი 17Z95P-NP56J. მოსალოდნელი ფასები შეადგენს დაახლოებით 1600, 1500 და 1800 აშშ დოლარს, შესაბამისად. 

14Z95P-NP56J - ეს არის მსუბუქი ლეპტოპი პროცესორით Core i5-1155G7, IPS პანელითა და 99%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. ბატარეაში გამოყენებულია მაღალი გამტარობის ნახშირბადის ნანომილები, რაც უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას და ხანგრძლივ ქმედითუნარიანობას. 

14Z95P-NP56J მოდელის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ NVMe SSD, 14-დუიმიანი პრიალა IPS LCD დისპლეი გაფართოებით 1920 x 1200, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. 

14Z95P-NP53J მოდელს აქვს 8 გბ მეხსიერება, 256 NVMe SSD, 14-დუიმიანი 1920 x 1200 გაფართოების მქონე IPS LCD პრიალა დისპლეი, Windows 10 Pro. 

17Z95P-NP56J მოდელს რაც შეეხება, მას აქვს 16 გბ მეხსიერება, 512 გბ NVMe SSD, 17-დუიმიანი პრიალა IPS LCD ეკრანი გაფართოებით 2560 x 1 600 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. 

მოწყობილობებს აქვთ ორი Thunderbolt 4, ორი USB 3.1, HDMI, Wi-Fi 6, Bluetooth 5.1, HDMI, ვებ-კამერა 720p, microSD სლოტი და აუდიოკონექტორი. 

14-დუიმიანი მოდელის ზომაა 313.4 x 215.2 x 16.8 მმ და იწონის დაახლოებით 999 გრამს, 17-დუიმიანი მოდელის ზომები კი შეადგენს 380.2 x 260.1 x 17.8 მმ-ს, წონა - დაახლოებით 1350 გრამს. 

image.png 

image.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.