Jump to content

პრეზიდენტი ბაიდენი მიმდინარე დღეებში ხელს მოაწერს ბრძანებულებას კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოახდენს ციფრული აქტივების რეგულირების რეგლამენტირებას. რა მოხდება კრიპტოვალუტის ფასებთან მიმართებაში, დამოკიდებულია რეგულაციის ბუნებაზე. 

კრიპტოვალუტების როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ამ მხრივ თეთრ სახლ მოეთხოვება უფრო აქტიურად იყოს ჩართული ციფრული აქტივების რეგულირების წესების დადგენის საქმეში. ზეწოლას დაემატა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ისევე როგორც შეშფოთება, რომ რუსულმა ორგანიზაციებმა შეიძლება სანქციების გვერდის სავლელად კრიპტოვალუტები გამოიყენონ. 

image.jpeg 

ბაიდენი, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს აღმასრულებელ ბრძანებას კრიპტო აქტივების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების მიზნებს Bitcoin-ისა და სხვა ციფრული ვალუტების მიმართ. Bloomberg-ის თანახმად აღმასრულებელი ბრძანება მიმართავს ფედერალურ სააგენტოებს, შეაფასონ რისკები და საფრთხეები, რომლებსაც კრიპტოვალუტები უქმნიან შეერთებული შტატების ეკონომიკას. 

Barron's-ის ანგარიშის მიხედვით აშშ-ს ადმინისტრაცია თვლის, რომ კრიპტოვალუტებს აქვთ „ეკონომიკური გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე“. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელ სამუშაოებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ეკონომიკური საბჭო და ეკონომიკის მრჩეველთა საბჭო მიიღებს მონაწილეობას. 

მოახდენს თუ არა გავლენას კრიპტოვალუტების რეგულირება მათ ფასზე? 

ამჟამად კრიპტოვალუტების სამყაროში ფინანსური რეგულაცია თითქმის არ არსებობს და ეს აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა კრიპტოაქტივები ინდივიდუალური ინვესტორებისთვის. 

ზოგადად, ფინანსურმა რეგულაციამ უნდა უზრუნველყოს ინვესტორების უსაფრთხოება, აკრძალოს თაღლითური ქმედებები კრიპტო ეკოსისტემაში, შესთავაზოს მკაფიო მითითებები კრიპტოეკონომიკაში ბიზნესის განვითარებისთვის და გადაჭრას მაინინგთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები. თუმცა ზოგიერთი შიშობს, რომ ასეთმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული შეზღუდვები და ჩაახშო ინოვაციები - შესაბამისად, რეგულირება უნდა იყოს ფრთხილად დაბალანსებული. 

ხოლო რა დაემართება კრიპტოვალუტის ფასებს, დამოკიდებულია რეგულაციის ბუნებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კანონმდებლობა მხარს დაუჭერს ინოვაციის სტიმულირებას, კრიპტოვალუტების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს. თუ ის შემზღუდავი იქნება, Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები სავარაუდოდ დაკარგავენ ღირებულებას. 

გასული წლის ბოლოს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გაფრთხილება გამოთქვა ციფრული ბაზრიდან „საფრთხის მოზღვავების“, კერძოდ კი კრიპტო აქტივების ბოროტად გამოყენების შესახებ, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლესი ფინანსური მოვლენები უდავოდ შეუწყობს ხელს კრიმინალსა და და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას. 

დრო გვიჩვენებს, რა მიდგომას გამოიყენებს აშშ-ხელისუფლება კრიპტოვალუტების მიმართ და როგორ იმოქმედებს ეს მთლიან ციფრულ ბაზარზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად ჩინეთთან შედარებით აშშ ძალიან აგვიანებს საკუთარი პოზიციის განსაზღვრას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.