Jump to content

Bitcoin-მაინერების შემოსავალი თებერვალში 13%-ით შემცირდა


Recommended Posts

image.png 

2022 წლის თებერვალში Bitcoin-ის მაინერებმა გამოიმუშავეს 13%-ით ნაკლები წინა თვესთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 1.06 მლრდ აშშ დოლარი. 

image.png

წყარო: ForkLog. 

შემოსავლებში საკომისიოს წილი სულ 1.24% - 12.9 მლნ აშშ დოლარი იყო. 

პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი უკვე მეოთხე თვეა კლებულობს მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში 1.72 მლრდ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. შემდეგ ეს მაჩვენებელი მიუახლოვდა მაქსიმუმს, რომელიც დაფიქსირდა მარტში - 1.74 მლრდ აშშ დოლარი. 

ანალოგიურ ტენდენციას აფიქსირებს Ethereum მაინერების შემოსავალი, რომელმაც კლება დაიწყო ნოემბრის შემდეგ. იმ დროს მან 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, თებერვლისთვის კი 1.8 მილიარდ დოლარამდე დაეცა, წინა თვესთან შედარებით კლება დაახლოებით 35% იყო. 

image.png

წყარო: ForkLog. 

საკომისიო ტრადიციულად შეადგენ კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავლის მნიშვნელოვან წილს, თებერვალში იგი 66%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლის სექტემბრის შემდეგ. 

მაინერების შემოსავლები მცირდება ქსელის მაჩვენებლების ზრდის ფონზე: Bitcoin-ის ჰეშრეითმა თებერვალში დააფიქსირა ახალი მაქსიმუმი ისევე, როგორც მაინინგის სირთულემ. 

Ethereum-ის გამომთვლელმა სიმძლავრემაც რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. Glassnode-ის თანახმად 18 თებერვალს მოძრავმა შვიდდღიანმა საშუალომ 960.4 TH/s შეადგინა. 

image.png

წყარო: Glassnode. 

უძველესმა Bitcoin-მაინინგის პულმა Slush Pool-მა ჰეშრეიის ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად მიმართა და 10 BTC შესწირა ფონდს Повернись живим“. 

FlexPool-მა, Ethereum-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაინინგ პულმა,შეწყვიტა რუსეთის IP მისამართების მომსახურება უკრაინაში შეჭრის გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.