Jump to content

LG-მ წარადგინა 48-დუიმიანი გეიმინგ OLED-მონიტორი UltraGear 48GQ900 – 4K, 120 ჰერცი და HDMI 2.1-ის მხარდაჭერა


Recommended Posts

კომპანია LG-მ წარადგინა 48-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი UltraGear 48GQ900. მასში გამოყენებულია OLED მატრიცა და აქვს HDMI 2.1 სტანდარტის მხარდაჭერა. კომპანია აცხადებს, რომ მონიტორი UltraGear 48GQ900 სრულად თავსებადია Xbox Series X და PlayStation 5 კონსოლებთან და მხარდაჭერილია კადრის ცვლადი განახლების ტექნოლოგია Variable Refresh Rate (VRR) 120 ჰერცამდე სიხშირით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: LG 

კომპანიას ყველა დეტალი არ გაუსაჯაროვებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მონიტორ LG UltraGear 48GQ900-ს გააჩნია 4K გაფართოების მხარდაჭერა, აგებულია არეკვლის საწინააღმდეგო საფარის მქონე 10-ბიტიან მატრიცაზე და აქვს DisplayHDR სტანდარტის სერტიფიკაცია. HDMI 2.1 კონექტორის გარდა ხელმისაწვდომია DisplayPort. 

კომპანიის თქმით UltraGear 48GQ900 გაყიდვაში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოვა. კომპანიას მონიტორის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. მისი ზომისა და OLED მატრიცის გამოყენების გათვალისწინებით მოწყობილობა ნამდვილად არ იქნება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

LG UltraGear 24GQ50F-B 

48-დუიმიანი UltraGear 48GQ900 მოდელის გარდა კომპანიამ ასევე წარადგინა უფრო კომპაქტური მოდელები UltraGear 27GQ50F-B (27 დუიმი) და UltraGear 24GQ50F-B (24 დუიმი). მათი გაფართოებაა Full HD და ადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცამდე. ახალ მონიტორებში მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. ორივე მოდელში გამოყენებულია VA მატრიცა, კონტრასტულობის დონე 3000:1, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 250 კდ/2. 

image.jpeg 

LG UltraGear 24GQ50F-B 

ორივე მონიტორს აქვს ორი HDMI კონექტორი, ერთი DisplayPort და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

LG UltraGear 27GQ50F-B და UltraGear 24GQ50F-B მოდელები გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მათი ფასიც ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.