Jump to content

LGA 1700 -ზე მინდა სისტემის აწყობა

Recommended Posts

მე ყველაფერს HDR ვუყურებ რაც არის რა თქმა უნდა, დანარჩენი უკვე SDR 2160P ჩათვლით, მათ შორის h265 ვერსიებიც, პრეტენზია მაარტო ბნელ სცენებში მაქვს, დანარჩენით ჯობია SDR კოლორიზაციით, განსაკუთრებით ნათელ სცენებში 10ბიტი+ DCI-P3 უკეთესი ფერების დამუშავება აქვს და კარგი თეთრი ფერი, განსაკუთრებით ასწორებს UHD-BD რემუქსები, მანდ აქვს საუკეთესო HDR რეჟიმი ბევრ ფილმებში, სერიალებში ეგეთი კარგი არაა მაინც, უტუბებზე არც დამიტესტია არაფერი, MPC-HC+madvr პლაგინით ვუშვებ ყველაფერს, ვინდოუს 10 HDR სეტინგებს არ ვიყენებ საერთოდ, ისედაც მშვენივრათ ირთვება როცა ვუშვებ ვიდეოს HDR საპორტით, ნუ მაუსს თუ არ შეეხები მუშაობს უპრობლემოთ HDR პოლნი ეკრანზე, ისე ბლედნი ფერები აქვს უკვე, VESA HDR 600 მონიკებზე კიდე უფრო კარგი ჩვენება ექნება ბნელ სცენებში, მაგრამ ეგეთი ჯერ ძვირი ჯდება მაინც ნამეტარი, მინიმუმ 800-900$ თემაა და ჩამოტანით ბევრი გამოდის უკვე ჯერ, ზედმეტ გაფერადებას SDR რეჟიმში ბრაუზერში და სხვა ვიდეოებში ვფიქსავ DCI-P3 პროფილის დაყენებით operaGX-MadVR-ში, სეტინგებში შეიძლება მაგაზე დაყენება SRGB მაგივრათ, ეგ მარტო ვაიდ გამუტ გეიმერული მონიკების პრობლემაა რომლებაც სეტინგებში არ გააჩნია SRGB ემულაციის პროფილი SRGB ახვატი კი 130-140% არტყამს 100% მაგივრათ, ჩემ დელს ისე 4 HDR რეჟიმი აქვს, desktop HDR გაზრდილი გამით და გადათეთრებული ჩვენებით (მე პირადათ არ მომეწონა ეგ ვარიანტი მაგრამ ზატო ყველაფერი ჩანს სიბნელეში მაგაზე) display HDR, რასაც მე ვიყენებ ხოლმე, მანდ უფრო შიკარნი ფერები აქვს მაგრამ მუქი ჩვენება უკვე, რეალურ HDR ყველაზე ახლოსაა ეგ რეჟიმი და ჩანს რომ 450 ნიტსი არაა საკმარისი ბნელი სცენებისთვის, მაგრამ ნათელს ზატო კარგათ აჩვენებს კარგი თეთრი ფერის დამუშავებით და გრადიენტებით, მგონი თან მარტო მაგ რეჟიმში მუშაობს 8 ზონიანი ლოკალ დიმინგი და 1000:1 კონტრასტი, აქვს კიდე movie და game HDR, მანდ ჩათვალე რომ გაფერადებული ფილტრები აქვს, HDR საერთო აღარაფერია დიდათ, რაღაცით შეიძლება გავდეს RDR2 ფილტრებიან HDR, ანუ ეგაა ნაღდი fake HDR უკვე, მე საერთოდ არ მომეწონა ეგ ორი ვარიანტი, ჩემს ასე 300-320 ნიტსამდე უნდა ქონდეს 75% დეფოლტ სიკაშკაშეზე თუ არაფერს აუწევ SDR რეჟიმში (HDR რეჟიმში სიკაშკაშის კონტროლი არ გამოვა თავისით არეგულირებს მანდ უკვე და სეტინგებში ვერაფერს ვეღარ შეცვლი კონტრასტის გარდა და dark stabilizer-ის, ეგ ჩემთვის სავსებით საკმარისია, შეიძლება ზოგს თვალებიც კი აატკიოს გააჩნია რა სიკაშკაშეზეა მიჩვეული და განათებულ ოთახში უდგია მონიკი თუ ჩაბნელებულში, არაა ჩემი მონიტორი ბნელი ოთახისთვის გათვლილი, მაგრამ განათებულში არაფერი დაეწუნება დიდათ, 100% ნამეტარი მაღალი სიკაშკაშე აქვს ჩემთვის უკვე, თვალებს აგატკიებს ბრაუზინგში საათობით როცა უზიხარ მაგხელა სიკაშკაშეზე, სადღაც 400 ნიტსამდე უნდა იყოს მინიმუმ ალბათ

Link to comment
Share on other sites

  • Replies 238
  • Created
  • Last Reply

არც მე არ მაქ ჩართული ჩემ მონიტორზე, default ზე მიყენია ყველაფერი.

Link to comment
Share on other sites

nseries430

ერთი მოდელის კვებები გვაქვს და რა უნდა გკითხო :)

დატვირთვაზე ხმა თუ აქვს შენსას? აი დენმა რო იცის წკაპაწკუპი ისეთი :D

ცოტათი რა თქმა უნდა, ყურს რო მიადებ.

წავიკითხე, კორსაირის კვებებზე ხშირია ეგ ხმა ( coil whine ) და არაფერიაო, მარა ისე მანტერესებს თუ აქ შენსასაც.

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, მშვილდოსანი said:

coil whine

დაზიანებაში არ ითვლება (თუ სუპერფლაუერის არაა) ეგ დროსელის ხმაა და თუ არ გაწუხებს არაფერი დაშავდება

მარა  ზედ ყურის მიდება თუ ჭირდება რო გაიგო მაგაზე არც ითქმის coil whine აქვსო

Link to comment
Share on other sites

22 minutes ago, მშვილდოსანი said:

nseries430

ერთი მოდელის კვებები გვაქვს და რა უნდა გკითხო :)

დატვირთვაზე ხმა თუ აქვს შენსას? აი დენმა რო იცის წკაპაწკუპი ისეთი :D

ცოტათი რა თქმა უნდა, ყურს რო მიადებ.

წავიკითხე, კორსაირის კვებებზე ხშირია ეგ ხმა ( coil whine ) და არაფერიაო, მარა ისე მანტერესებს თუ აქ შენსასაც.

ხმა არ მომსვლია კვებიდან თუმცა ყური არ მიმიდია რომ ჩამოვალ თბილიში დავტესტავ და გეტყვი მაგრამ როგორც ვიცი მცირედი ხმა ყველა კვებას აქვს

Link to comment
Share on other sites

17 hours ago, david_888 said:

coil whine

ჩემს ვიდეოს აქვს coil whine -ის ხმა (რაღაცნაირ Dial-up-ის ხმას გავს ცოტა :D ). თუმცა არაფერი საშიში არ არისო.

Undervolting-მა შეამცირა ხმა. დიდად არც მაწუხებს, ოდნავ აქვს. თუმცა Squad-ში საკაიფოდ იტვირთება კარტა და იქ უფრო შესამჩნებადაა ეგ ხმა. 

Link to comment
Share on other sites

34 minutes ago, brevalo said:

ჩემს ვიდეოს აქვს coil whine -ის ხმა (რაღაცნაირ Dial-up-ის ხმას გავს ცოტა :D ). თუმცა არაფერი საშიში არ არისო.

კი, კარტებსაც აქვს დატვირთვაზე :)

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, brevalo said:

ჩემს ვიდეოს აქვს coil whine -ის ხმა (რაღაცნაირ Dial-up-ის ხმას გავს ცოტა :D ). თუმცა არაფერი საშიში არ არისო.

Undervolting-მა შეამცირა ხმა. დიდად არც მაწუხებს, ოდნავ აქვს. თუმცა Squad-ში საკაიფოდ იტვირთება კარტა და იქ უფრო შესამჩნებადაა ეგ ხმა. 

არ შემოაწმე ყიდვისას? მე მაგაზე ალერგია მაქ ოდნავაც რო ქონდეს ვერ გავიჩერებ

Link to comment
Share on other sites

21 minutes ago, david_888 said:

არ შემოაწმე ყიდვისას? მე მაგაზე ალერგია მაქ ოდნავაც რო ქონდეს ვერ გავიჩერებ

სისტემა არ ქონდა. მითხრა, რომ შეამოწმებინე სადმე კომპ. მაღაზიაშიო. მერე რატომღაც აღარ შევამოწმე და ისე წამოვიღე. შემაწუხებლი ხმა არ აქვს. თან ვოლტაჟს რომ დავუკელი, თითქმის აღაც აქვს ხმა. (non-gaming-ის დროს საერთოდ არ აქვს ხმა კარტას)

ერთადერთი Squad იქრაშება undervolting-ის დროს და სტოკზე მიწევს თამაში. თან სქუადის დროს ყურსასმენები მიკეთია, თუ არადა დინამიკებში იმხელა ბათქა-ბუთხია, კარტის წრიპინი საერთოდ არ ისმის :D

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, brevalo said:

თუ არ გაწუხებს დაიკიდე, მარა გაყიდვას რო დააპირებ ბევრად ნაკლები ექნება ფასი

Link to comment
Share on other sites

24 minutes ago, david_888 said:

თუ არ გაწუხებს დაიკიდე, მარა გაყიდვას რო დააპირებ ბევრად ნაკლები ექნება ფასი

ეხლა უკვე ისეთი პატარა ხმა აქვს, რომ უკვე არც ისმის. ჰოდა გაყიდვისას შეიძლება კლიენტმა ვერც გაიგოს მაგის ხმა:)))

თან ეგ დაზიანებად არც ითვლება.

Link to comment
Share on other sites

32 minutes ago, brevalo said:

ეხლა უკვე ისეთი პატარა ხმა აქვს, რომ უკვე არც ისმის. ჰოდა გაყიდვისას შეიძლება კლიენტმა ვერც გაიგოს მაგის ხმა:)))

თან ეგ დაზიანებად არც ითვლება.

დაზიანებად არ ითვლება, მარა მე მაგალითად ნახევარ ფასშიც არ ვიყიდი

ჩემ 6600-საც რო ვყიდდი ყველა პირველი მაგას მეკითხებოდა

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, david_888 said:

დაზიანებად არ ითვლება, მარა მე მაგალითად ნახევარ ფასშიც არ ვიყიდი

ჩემ 6600-საც რო ვყიდდი ყველა პირველი მაგას მეკითხებოდა

ჯობდა არ ქონოდა ეგ ხმა, მაგრამ მე პირადად არ მაწუხებს, ძალიან ჩუმად წრიპინებს. თუ სპეციალურად არ დააკვირდი, ვერც გაიგებ.

Link to comment
Share on other sites

ერთი პატარა კითხვა მაქვს:

GPU hotspot ტემპერატურა რისი ტემპერატურაა? კრისტალების თუ მოსფეტების თუ რისი? თერმოპასტის გამოცვლამდე ჰოთსპოტის ტემპერატურა 87 გრადუსამდე ადიოდა. თერმოპასტის გამოცვლის შემდეგ 75 გრადუსზე ჩამოვიდა.

Link to comment
Share on other sites

6 minutes ago, brevalo said:

GPU hotspot ტემპერატურა რისი ტემპერატურაა?

თვითონ GPU-ს ყველაზე ცხელი წერტილის

7 minutes ago, brevalo said:

თერმოპასტის გამოცვლის შემდეგ 75 გრადუსზე ჩამოვიდა.

გამხმარი იყო პასტა ან ზოგ ადგილად გამშრალი და მეტად ცხელდებოდა ის წერტილი, შეცვლის შემდეგ უკეთესად გრილდება ზედაპირი, შესაბამისაც ყველაზე ცხელი წერტილის მაჩვენებელიც იკლებს

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, Gogla1990 said:

თვითონ GPU-ს ყველაზე ცხელი წერტილის

გამხმარი იყო პასტა ან ზოგ ადგილად გამშრალი და მეტად ცხელდებოდა ის წერტილი, შეცვლის შემდეგ უკეთესად გრილდება ზედაპირი, შესაბამისაც ყველაზე ცხელი წერტილის მაჩვენებელიც იკლებს

ჩიპის გარშემო კრისტალებზე იყო შემხმარი. 

ერთი რაღაც მაინტერესებს კიდევ: თერმოპასტა რომ გვერდზე კრისტალებზეც გადავიდეს და წაესვას რამე პრობლემა ხომ არ არის?

gpu.thumb.jpg.0c2874da6ab5b28cea2f035558c53dec.jpg

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, brevalo said:

თერმოპასტა რომ გვერდზე კრისტალებზეც გადავიდეს და წაესვას რამე პრობლემა ხომ არ არის?

თუ წერიერ პასტას ხმარობ არა, არაა ელექტროგამტარი რომ რაიმე პრობლემა შექმნას

თუ ჩინურ ნაგავს წაუსმევ, არაა გამორიცხული პრობლემები

ზოგადად იმდენი უნდა წაუსვა, რამდენიც ჩიპზე კმარა და არა მის გარშემო :)

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, Gogla1990 said:

თუ წერიერ პასტას ხმარობ არა, არაა ელექტროგამტარი რომ რაიმე პრობლემა შექმნას

თუ ჩინურ ნაგავს წაუსმევ, არაა გამორიცხული პრობლემები

ზოგადად იმდენი უნდა წაუსვა, რამდენიც ჩიპზე კმარა და არა მის გარშემო :)

გასაგებია. კრისტალებზეც გადამესვა. გელიდი წავუსვი ( ცოტა სკეპტიკურად კი უყურებდი მაგ პასტას, მაგრამ მემგონი გაამართლა. 1 კვირა გავიდა და 67 გრადუსს არ ცდება). რავიცი, ნაგავი პასტა რომ ყოფილიყო წესით უკვე უნდა შეექმნა პრობლემები. ჯერჯერობით კარგად გრძნობს თავს :D

Link to comment
Share on other sites

მაგ პასტას არაფერი აქვს დასაწუნი, ბიუჯეტურ სეგმენტში ერთერთი გამომდგარია, ისე კი რეალური შედეგი 1 თვის შემდეგ იგრძნობა + გააჩნია რა ტემპერატურაზე მუშაობს კარტა, ტემპერატურიდან გამომდინარე აქვს პასტას დეგრადირება უფრო მეტად, ვიდრე დროის ფაქტორის გამო

Link to comment
Share on other sites

19 minutes ago, david_888 said:

თუ საიდუმლო არაა რანაირად მოახერხე? :)

ზედ კი არ წავუსვი. ჩიპს წავუსვი და ალბათ ოდნავ ზედმეტი იყო. შემდეგ რომ დავადე რადიატორი და შესამოწმებლად ისევ ავხადე გვერდებზე გადასული იყო და კრისტალებზე წაესვა ანუ :)

P.S. ისე რამხელა თემა გამოვიდა. დამწყებებს, ვისაც ახალ სისტემაზე უნდათ კომპის აწყობა, ნამდვილად გამოადგებათ :D

Link to comment
Share on other sites

59 minutes ago, brevalo said:

ზედ კი არ წავუსვი. ჩიპს წავუსვი და ალბათ ოდნავ ზედმეტი იყო. შემდეგ რომ დავადე რადიატორი და შესამოწმებლად ისევ ავხადე გვერდებზე გადასული იყო და კრისტალებზე წაესვა ანუ

კრისტალზე უნდა წაუსვა ძაან თხელი ფენა თანაბრად, კი არ უნდა დაასხა თაფლივით )))

მილიმეტრიანი ფენა უნდა

Link to comment
Share on other sites

იმდენი ვუსვი ეს თერმოპასტა, რომ ფურმარკის ჩართვისას ძალიან მაღალზე ურტყამს ტემპერატურა, მონიტორი ითიშება და კარტის ქულერები მაქსიმუმზე იწყებენ ღმუილს :lol2:

ერთ წასმაზე 80-მდე ავიდა და ეხლა ფურმარკის დროს ეგრევე თიშავს კომპს.

მოკლედ, ხელოსანს ველაპარაკე და ორშაბათს მივუტან.

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, brevalo said:

იმდენი ვუსვი ეს თერმოპასტა, რომ ფურმარკის ჩართვისას ძალიან მაღალზე ურტყამს ტემპერატურა, მონიტორი ითიშება და კარტის ქულერები მაქსიმუმზე იწყებენ ღმუილს :lol2:

ერთ წასმაზე 80-მდე ავიდა და ეხლა ფურმარკის დროს ეგრევე თიშავს კომპს.

მოკლედ, ხელოსანს ველაპარაკე და ორშაბათს მივუტან.

რა უქენი ამნარი მართლა ხო არ დაამოკლე? თერმოპასტა მხოლოდ კრისტალზე უნდა წაუსვა თანაბრად და ძაან თხლად, აი როგოც ფრჩხილის ლაკი, კი არ უნდა დაატყეპო ზედ პავიდლოსავით :angry:

Link to comment
Share on other sites

დაშალე, გაწმიდე სპირტით და თავიდან წაუსვი, სქელია ისე ეგ თერმოპასტა? ბევრი გაქვს წასმული და მაგიტომ ადის ტემპერატურა მაგხელაზე.

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.