Magdalena Posted February 21, 2022 Share Posted February 21, 2022 ინვესტორების შეკრებაზე კომპანია Intel-მა წარადგინა განახლებული ტექნოლოგიური გეგმა, რათა მომხმარებლებისთვის სამომავლო პროდუქტები ეჩვენებინა. დაანონსდა კომპანიის ერთ-ერთი პირველი დისკრეტული გრაფიკული ბარათი, სახელწოდებით Arctic Sound-M GPU, რომელიც მონაცემთა დამუშავებაზეა ორიენტირებული. Arctic Sound-M დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG2 Xe-HPG-ის ვარიანტზე და წარმოადგენს კომპანიის პირველ დიზაინს, რომელიც მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკულ პროცესორ DG2-ს აქვს 512 ბლოკი (EU), რომლებიც პასიურად გრილდებიან ერთსლოტიან რადიატორ Arctic Sound-ის ხარჯზე. იგი შემუშავებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი, გარე საჰაერო გაგრილების მქონე კორპუსებისთვის. Intel-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა კოდირების აპარატულ სტანდარტ AV1-ის მხარდაჭერა. ეს ფუნქცია ვიდეო დაფას სიჩქარის 30%-ით გაზრდის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც ორიენტირებულია Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების მომხმარებლებზე. ვიდეო დაფას აქვს 8-პინიანი EPS კვების კონექტორი და PCIe კონექტორი. თიზერ-ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=1QG8dsP5Gq8&feature=emb_title https://tinyurl.com/42kj9mx4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.