Jump to content

დესკტოპ ვიდეო დაფა RTX 3060 Ti-ს ექნება ახალი გრაფიკული პროცესორი GA103


Recommended Posts

უახლესი AIDA64 ბეტა-ვერსიის თანახმად მალე გამოვა ახალი თაობის გრაფიკული დაფები Nvidia GeForce RTX 3060 Ti დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ერთი შეხედვით, მახასიათებლები იდენტური რჩება, განსხვავდება მხოლოდ GPU. ეს იქნება GA103 და არა ამჟამად გამოყენებადი GA104. 

image.png 

Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს განსხვავება აღმოაჩინა AIDA 6.60.5918 ბეტა-ვერსიის ჩატვირთვის ვებ-გვერდზე. გრაფიკულ პროცესორ GA103-ის შესახებ ცნობილი გახდა იმ დროს, როდესაც ჩინელმა ენთუზიასტმა გადაწყვიტა დაეშალა თავისი ახალი ლეპტოპი GeForce RTX 3080 Ti-ს ბაზაზე, რათა დეტალურად დაეთვალიერებინა. ზოგი მოელოდა, რომ ახალი მობილური გრაფიკული პროცესორი იქნებოდGA102 ჩიპის მეტისმეტად შემცირებული ვერსია, თუმცა მის ნაცვლად სრულიად ახალი ჩიპი გამოვლინდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ გრაფიკული პროცესორის დეკსტოპ ვერსია შესაძლოა საფუძვლად დადებოდა დაფას, რომელიც პოზიციონირებული იქნებოდა RTX 3070 Ti-სა და RTX 3080-ს შორის, თუმცა როგორც AIDA-მ აჩვენა, ეს ვიდეო დაფაა GeForce RTX 3060 Ti. 

image.png 

მოცემული შედარების ცხრილი აჩვენებს, რომ ახალ RTX 3060 Ti GA103 GPU-ში გამოიყენება ხელმისაწვდომი CUDA ბირთვების მხოლოდ 42%, ხოლო ძველი ვერსია იყენებს GA104 ჩიპს 79%-ით. დესკტოპ RTX 3060 Ti მოდელის განახლების ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლოა ამ გზით NVIDIA ცდილობს თავიდან მოიშოროს დეფექტიანი GA103 კრისტალები, რომლებიც ვერ მუშაობენ სრული დატვირთვით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების იდენტური მახასიათებლების მიუხედავად GA103-ზე დაფუძნებული ახალი RTX 3060 Ti სასურველი იქნება აჩქარების მაღალი პოტენციალის გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.