Jump to content

Nvidia-ს ვიდეო დაფების შეზღუდვა არაეფექტური აღმოჩნდა მაინინგთან ბრძოლაში


Recommended Posts

image.png 

კომპანია NVIDIA-ს ძალისხმევამ - შეეზღუდა გეიმინგ ვიდეო დაფების ჰეშრეითი, ხელი ვერ შეუშლა მაინერებს, გაეგრძელებინათ მათი მეშვეობით კრიპტოვალუტების მოპოვება - აცხადებს PCMag 

2021 წლის თებერვლიდან NVIDIA-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული Lite Hash Rate (LHR) ხაზი, რომელშიც ორჯერ შეამცირა მოწყობილობის სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას. კომპანიამ ამრიგად დაგეგმა GPU-ების ორიენტირება გეიმერების მოთხოვნებისკენ. 

თუმცა, ქლაუდ-მაინინგისთვის განკუთვილ პლატფორმა NiceHash-ის განცხადების თანახმად, მსგავს შეზღუდვებს მაინერები არ შეუჩერებია. 

ახალი პროგრამული უზრუნველყოფის უსარგებლობა ასევე დაადასტურა დამოუკიდებელმა მაინერმა, რომელიც იყენებს ჩვეულებრივი და LHR ვიდეო დაფების კომბინაციას Ethereum-ის მოსაპოვებლად. იგი ამტკიცებს, რომ მოწყობილობების ნაწილებზე შეზღუდვის შემთხვევაშიც კი ყოველთვიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 4500 აშშ დოლარს Ethereum-ში. 

როგორც ექსპერტები განმარტავენ, NVIDIA-ს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ GPU-განბლოკვა მათ 74%-ით უფრო ეფექტურს ხდის საბაზო მოდელებთან შედარებით. მაინერები ვიდეო დაფებს ასევე იყენებენ სხვა კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. 

არსებობს Ethereum-ზე უკეთესი მონეტა, თუ თქვენი მიზანია ყოველთვიური გატანა და არა შენახვა", - თქვა ერთ-ერთმა მაინერმა. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენთუზიასტები გააგრძელებენ ფოკუსირებას ალტერნატიული მონეტების მაინინგზე, თუ გავითვალისწინებთ Ethereum-ის დაგეგმილ გადასვლას Proof-of-Work ალგორითმიდან Proof-of-Stake-ზე. 

გრაფიკული დაფების სხვა მწარმოებლებმა, მათ შორის AMD-მ და Intel-მა განაცხადეს, რომ არ შეეცდებიან შეზღუდონ კრიპტოვალუტის მაინინგის შესაძლებლობა თავიანთ ძირითად პროდუქციის სერიებში. 

შეგახსენებთ, რომ მარტში მაინერებმა მოახერხეს Nvidia GeForce RTX 3060 ვიდეო დაფის ჰეშრეითის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლ ექსპერიმენტული დრაივერის გამოყენებით. კომპანიამ დაადასტურა ხარვეზის არსებობა და პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-გვერდიდან ამოიღო. 

აგვისტოში მაინერებმა ისწავლეს, როგორ დაებრუნებინათ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობა. ოქტომბერში T-Rex მაინერის შემქმნელებმა გვერდი აუარეს ვიდეო დაფების LHR-ბლოკირებას ერთდროულად ორი ციფრული მონეტის მოპოვების გზით. 

2021 წლის დეკემბერში NVIDIA-ს ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ მათი ეშრეით-შეზღუდული გრაფიკული დაფები ყველაზე ეფექტურად აგვარებს გეიმერებისთვის მოწყობილობების ხელმისაწვდომობის საკითხს. 

მაინერების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად NVIDIA-მ შეიმუშავა CMP (Cryptocurrency Mining Processor) ჩიპების ხაზი. სერიის უმცროსი მოდელი CMP 30HX მარტში წარადგინეს. მისი ჰეშრეითი 26 MH/s-ს შეადგენს. 

ოქტომბერში გაყიდვაში გამოვიდა CMP 170HX სერიის ძველი ვიდეო დაფა. ადაპტერი უზრუნველყოფს 164 MH/s-მდე წარმადობას Ethereum-ის მაინინგის დროს. 

უახლესი ცნობების თანახმად ივლის-სექტემბერში CMP-ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა 60%-ით შემციდა წინა კვარტალთან შედარებით - 266 მლნ-დან 105 მლნ აშშ დოლარამდე. 

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ რასაც აწერია LHR უმრავლესობა მოდელებზე (გამონაკლისია მარტო ჯერ 3080 12გბ ვერსია ეხლახან რაც გამოვიდა) დაგერ ჰაშიმოტოს ალგოზე 70-75% ფარგლებში აქვს ლიმიტის ანლოკი ბოლო მაინერებზე, ამიტომ რაც აქვს სტოკზე მაგაზე 70-75% მეტს ჰეშავს მაგ მაინერებით, მაგალითათ 3080Ti დებს უკვე 90მჰ/სეკ-მდე და მაგ კარტას არავინ აიღებს თუ სერიოზული ჰეშრეიტი უნდა, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში 3090 იყიდიან რომელიც თერმობალიშების გამოცვლის შემდეგ 115მჰ/სეკ-მდე ჰეშავს ეთერეუმზე და მაგ 170HX ბევრათ ძვირი არც ჯდება მგონი შედარებით იაფათ თუ ჩაავლებ

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.