Jump to content

АRK Invest: Bitcoin-ის ფასი 2030 წელს 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს


Recommended Posts

image.jpeg 

2030 წლისთვის Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 1.36 მლნ აშშ დოლარს, ხოლო Ethereum-ის კაპიტალიზაციამ - 22.5 ტრილიონ აშშ დოლარს. ასეთი გათვლები გააკეთეს საინვესტიციო კომპანია ARK Invest-ის ანალიტიკოსებმა. 

ციფრულ ოქროსთან მიმართებაში საკუთარი ორიენტირი ექსპერტებმა ახსნეს მოლოდინით, რომ ქვეყნების მიერ მოხდება კრიპტოვალუტის კანონიერ საგადახდო საშუალებად აღიარება, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ იზრდება გლობალური აქტივების კაპიტალიზაციის წილი. 

ნალიტიკოსები ეყრდნობიან Bitcoin-ის ბლოკჩეინის „ჯანსაღ“ ქსელის მეტრიკას. კერძოდ, მათ ახსენეს BTC-აკუმულირებული მისამართებისა და მათ კუთვნილებაში არსებული მონეტების რიცხვის ზრდა. მათი შეფასებით, 2021 წელს გადაცემული onchain-ღირებულების მოცულობა გაიზარდა 463%-ით 13.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე, რაც 20%-ით აღემატება Visa-ს გადახდების მოცულობას. 

ETP-ის წილის მიხედვით საჯარო და არასაჯარო კომპანიებზე ნოემბრის ბოლოს მოდიოდა 7.9% Bitcoin-ის ემისიებისგან. ARK Invest ელოდება მაჩვენებლის ზრდას. პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების საკითხში სპეციალისტები პროგნოზირებენ მაინერების ორიენტირის შეცვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. 

ექსპერტების აზრით მომდევნო ათწლეულში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეიძლება გაიზარდოს 25.9-ჯერ - 28.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე. შედარებისთვის, ნოემბერში იგივე მაჩვენებელი იყო 10 ტრლნ აშშ დოლარი ოქროზე, 106 ტრლნ აშშ დოლარი - გლობალურ აქციებზე, 124 ტრლნ აშშ დოლარი ობლიგაციებზე და 220 ტრლნ აშშ  დოლარი - უძრავ ქონებაზე. 

მგვარი სცენარის რეალიზების შემთხვევაში BTC შეფასებული იქნება 1.36 მლნ აშშ დოლარად. ეს ღირებულება შემდგარი იქნება შემდეგი კომპონენტებისგან: 

  • ფულადი გადარიცხვები (ბაზრის 50%); 

  • განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტა (ფულის მულტიპლიკატორ M2-ის 10% ტოპ 4 ქვეყნის გამოკლებით); 

  • ანგარიშსწორების საშუალება (აშშ-ის ბანკების მაჩვენებლის 25%); 

  • სახელმწიფო რეზერვები (მთლიანი მაჩვენებლის 1%); 

  • ექსპროპრიაციისგან თავისუფალი აქტივები (ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ქონების 5%); 

  • ინსტიტუციონალების ინვესტიციები (აქტივების ბაზის 2.55%); 

  • კორპორაციის სარეზერვო აქტივი (იმ კომპანიების 5%, რომელთა აქციები აღირიცხებიან S&P 500 ინდექსში); 

  • ციფრული ოქრო (სრულად მოპოვებული ოქროს საბაზრო ღირებულების ნახევარი). 

image.png

წყარო: ARK Invest. 

Ethereum-ის კაპიტალიზაცია განხილულ პერიოდში შეიძლება გაიზარდოს 56-ჯერ - 22.5 ტრლნ აშშ დოლარამდე. ETH შეძლებს კონკურენციის გაწევას გლობალური ფულის სტატუსის მხრივ იმის ფონზე, რომ DeFi პროტოკოლები ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავიწროებენ. კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება NFT-ებისა და Stablecoin-ების შემდგომი პოპულარიზაცია. 

image.png 

წყარო: ARK Invest. 

შეგახსენებთ, Pantera Capital-ის ინვესტიციების თანადირექტორმა ჯოი კრუგმა ივარაუდა, რომ 10-20 წლის შემდეგ ტრანზაქციების ნახევარი Ethereum-ზე იქნება. 

Fidelity Digital Assets კი პროგნოზირებდა ქვეყნების მიერ Bitcoin-ის შესყიდვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.