Jump to content

Tesla Model 3 გახდა 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი ევროპაში


Recommended Posts

გასული წლის შეჯამების შედეგად ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი გახდა Tesla Model 3, რომელმაც შეძლო ზოგიერთი კონკურენტის უკან ჩამოტოვება და პოპულარობის საერთო რეიტინგში მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, ელექტრომობილების ბაზრის ილი 2021 წელს რეგიონში 19%-მდე გაიზარდა კორონავირუსისა და ნახევრადგამტარი პროდუქციის დიფიციტის გავლენის მიუხედავად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Jasper Juinen / Bloomberg 

არსებული მონაცემების თანახმად Model 3-მა გაყიდვების მოცულობით პირველი ადგილი წაართვა Renault-ის ელექტრომობილ Zoe-ს, აგრეთვე უკან ჩამოიტოვა ევროპაში ტრადიციულად პოპულარული რამდენიმე მოდელი, მათ შორის Volkswagen Tiguan და Peugeot 3008. პოპულარობის საერთო რეიტინგში მსუბუქი ავტომობილების კუთხით Tesla Model 3 მე-40 ადგილიდან მე-17-ზე ავიდა გასულ წელს. 

Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფი ზრდა მოხდა წინა ფავორიტების ვადნის ფონზე, რომელთა შორის ყველაზე თვალშისაცემად შემცირდა Volkswagen Golf-ის პოპულარობა. 2020 წელს გამოსულმა ელექტრო Volkswagen ID.3-მა ვერ შეძლო Tesla-ს წარმატების გამეორება და პოპულარობის რეიტინგში 53-ე ადგილი დაიკავა. სააღრიცხვო პერიოდის განმავლობაში ბაზრის საერთო მოცულობა 11.8 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1985 წლის შემდეგ. 

image.jpeg 

ფოტოს წყა: Jato Dynamics 

„კრიზისს მოყოლილი კრიზისი ნეგატიურ გავლენას ახდენს საავტომობილო ბაზრის მოთხოვნის დონეზე. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მუდმივმა გაურკვევლობამ ნახევრადგამტარების ნაკლებობასთან ერთად იდეალური შტორმის ფორმირება გამოიწვია“ - თვლის კომპანია Jato Dynamics-ის ანალიტიკოსი Felipe Munoz 

Jato-ში აღნიშნეს, რომ ისეთი მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები, როგორებიცაა Volkswagen და Stellantis, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შემუშავებასა და გამოშვებაზე, მომხმარებლები კი კარგად რეაგირებენ გულუხვ სუბსიდიებზე, რომლებიც მიეწოდება სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის დაჩქარების მიზნით. Jato-ს სპეციალისტები თვლიან, რომ 2022 წელს ელექტრომობილები ევროპაში გაყიდვების მოცულობით გადააჭარბებენ შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს. 

გრეთვე აღსანიშნავია ბაზარზე ახალი პრეტენდენტების გამოჩენა და ძველი მოთამაშეების გააქტიურება. მაგალითად, სამხრეთკორეულმა Hyundai-მ შვილობილ კომპანია Kia-სთან ერთად რეგიონში წილი გაზარდა ორი პუნქტით 8.6%-მდე გასულ წელს. ამ შედეგის მიღწევა კომპანიამ მოახერხა ყველგანმავლებისა და ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების სერიის წყალობით.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.