Jump to content

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სალვადორს მოუწოდა უარი თქვას Bitcoin-ზე, როგორც გადახდის საშუალებაზე


Recommended Posts

image.png 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ სალვადორს რეკომენდაცია მისცა პირველ კრიპტოვალუტას ჩამოართვას ქვეყანაში გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი. 

IMF-ის წარმომადგენლებმა დაუშვეს, რომ ელექტრონულ საფულე Chivo-ს შეუძლია აამაღლოს ფინანსური ხელმისაწვდომობა, თუმცა აღნიშნეს Bitcoin-ის მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. 

მათ ასევე გაიხსენეს ფინანსური სტაბილურობის რისკები, რომლებიც პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებას უკავშირდება. 

ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოხატავენ სალვადორის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ობლიგაციების გამოშვებას. 

სალვადორი მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის სესხის გამოყოფაზე, წერს Fortune. 

2021 წლის 7 სექტემბერს სალვადორში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ციფრულ ოქროს აღიარებდა გადახდის ლეგალურ საშუალებად. ქვეყნის ხელისუფლებამ სახელმწიფო ფონდისთვის 550 BTC შეიძინა. 

მას შემდეგ სალვადორმა შეიძინა სულ 85.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1801 BTC. სახელმწიფო ფონდის ბოლო, 410 BTC-ი შევსების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ მიმდინარე წლის 22 იანვარს განაცხადა. 

2021 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სალვადორი გააფრთხილა იმ რისკებისა და მარეგულირებელი პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს Bitcoin-ის ოფიციალურ გადახდის საშუალებად აღიარებას. 

ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკრიტიკა პირველი კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ქვეყანაში მისი თანამშრომლების ვიზიტის შემდეგ. ექსპერტებმა ქვეყანას რეკომენდაცია მისცეს დაეხურა სახელმწიფო Bitcoin-ტრასტი. 

2022 წლის იანვარში ცნობილმა ეკონომისტმა და ციფრული ქროს კრიტიკოსმა ნურიელ რუბინიმ სალვადორის ხელისუფლებას მოუწოდა პრეზიდენტ ბუკელეს გამოუცხადონ იმპიჩმენტი პირველ კრიპტოვალუტაში განხორციელებული ინვესტიციების გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.