Jump to content

ცნობილი გახდა, რომ NVIDIA ემზადება 40 მლრდ აშშ დოლარად ARM-ის შეძენაზე უარის თქმისთვის


Recommended Posts

image.jpeg 

ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-მ განაცხადა მიკროსქემების ბრიტანულ მწარმოებელ Arm-ის კოლოსალურ 40 მლრდ აშშ დოლარად შეძენის სურვილის შესახებ. იმ დროს Arm ეკუთვნოდა SoftBank-ს, რომელმაც კომპანია 2016 წელს შეიძინა 32 მლრდ აშშ დოლარზე მეტად. მოსალოდნელი იყო, რომ გარიგება 2021 წლის სექტემბერში დასრულდებოდა, მაგრამ ამ თარიღმა NVIDIA-ს მხრიდან განცხადების გაკეთების გარეშე ჩაიარა და ამჟამად, როგორც ჩანს, კომპანიამ უარი განაცხადა ჩიპსეტების მწარმოებელი კომპანიის შეძენის გეგმაზე. 

Nvidia-Arm-ის გარიგება უნდა გამხდარიყო ინდუსტრიაში უმსხვილესი შესყიდვა იმ დროს, როდესა მის შესახებ გამოცხადდა. თუმცა მას შემდეგ კომპანიას მუდმივად სირთულეები ხვდებოდა წინ. 

2021 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაიწყო გარიგების შესწავლა, რათა გამოეკვლია ქვეყნისთვის ასეთი შენაძენის გრძელვადიანი შედეგები და ანტიმონოპოლიური მოთხოვნები. შემდეგ აგვისტოში გაირკვა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას შეეძლო შეეჩერებინა გარიგება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო. ანალოგიურად, გასულ თვეში აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) შეიტანა სარჩელი, რათა ხელი შეეშალა გარიგების გაფორმებისთვის Nvidia-სთვის პოტენციური უსამართლო უპირატესობის მოტივით. 

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ამტკიცებს, რომ ჯგუფი, რომელიც შედგება Microsoft-ის, Google-ის, Qualcomm-ის, Intel-ისა და Amazon-ისგან, ასევე მუშაობს მარეგულირებელებთან გარიგების შეჩერების მიზნით. მათი სავარაუდო არგუმენტი არის ის, რომ შესყიდვა გაურთულებს Arm-ს - დარჩეს დამოუკიდებელი და განაგრძოს ყველასთვის მომსახურების მიწოდება ისე, როგორც არის, მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ Nvidia ასევე Arm-ის მომხმარებელია. 

ბუნებრივია, გარიგებამ გამოიწვია შიდა უთანხმოება როგორც NVIDIA-ში, ისე SoftBank-ში. ზოგი ამტკიცებს, რომ FTC-ის სარჩელი გამოყენებულ უნდა იქნას გარიგების ძლიერი მხარეების გამყარებისთვის. ამავე დროს სხვები თვლიან, რომ NVIDIA-მ უბრალოდ უკან უნდა დაიხიოს. იმავე SoftBank-ში არიან მსურველები, რომლებსაც სურთ ითამაშონ გრძელვადიანი თამაში და ისინიც, ვისაც სურთ Arm IPO რაც შეიძლება მალე. 

საჯაროდ NVIDIA-მ და SoftBank-მაც განაცხადეს, რომ იმედოვნებენ, რომ ტრანზაქცია განხორციელდება, მაგრამ უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ კომპანიაში სერიოზული შეშფოთებაა შესყიდვის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაველოდოთ ამ სავაჭრო ომების შედეგს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.