Jump to content

სალვადორმა 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin შეიძინა კრიპტოვალუტის კურსის ვარდნის ფონზე


Recommended Posts

სალვადორის პრეზიდენტ Nayib Bukele-ს განცხადებით ქვეყნის ხელისუფლებამ ისარგებლა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნით და შეიძინა 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 410 Bitcoin. „სალვადორმა ახლახანს შეიძინა 410 Bitcoin სულ რაღაც 15 მილიონ აშშ დოლარად“ - დაწერა ბუკელემ გასულ პარასკევს. მან განაცხადა, რომ „ზოგიერთი Bitcoin-ს ძალიან იაფად ყიდის“. 

image.jpeg 

ნაიბ ბუკელე. ფოტოს წყარო: Marvin Recinos/AFP via Getty Images 

სალვადორი გასულ წელს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც Bitcoin მიიღო გადახდის კანონიერ საშუალებად. ქვეყნის პრეზიდენტმა ახსენა კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრი შემცირება, რომელმაც იანვარში მძლავრად დაარტყა ფიცრული ვალუტების ბაზარს და განაცხადა, რომ ასეთ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის კურსი ბოლო თვეში 32%-ით შემცირდა. დღეისათვის კრიპტოვალუტის ფასი ორჯერზე მეტად შემცირდა გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმ 69 ათას აშშ დოლართან შედარებით. Bitcoin-მა გაიაფება დაიწყო ინვესტორების მხრიდან სარისკო აქტივებისადმი ინტერესის შემცირების ფონზე. კრიპტოვალუტამ კურსის კლება განაგრძო ბუკელეს განცხადების შემდეგ და ამჟამად მისი ფასი დაახლოებით 34 ათასი აშშ დოლარია. 

image.png 

ფოტოს წყარო: Google 

CoinDesk-ის მონაცემებით, 410 Bitcoin-ის შესყიდვის შემდეგ სალვადორი ფლობს 1500 Bitcoin-ზე მეტს. მიმდინარე წელს ქვეყანა გეგმავს გამოუშვას 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ათწლიანი Bitcoin-ობლიგაციები. ქვეყნის პრეზიდენტი კრიპტოვალუტების ცნობილი ენთუზიასტია და ზემოთხსენებული შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც იგი კრიპტოვალუტას ყიდულობს კურსის ვარდნისას. 2021 წლის ნოემბერში მან იყიდა 100 Bitcoin იმ დროს, როდესაც აქტივის კურსი 7.7%-ით შემცირდა. 

Link to comment
Share on other sites

როგორც ჩანს კიდე ბევრმა იყიდა ვისაც შეეძლო ყიდვა რახან 33000$ დაცემის შემდეგ უკვე 38000$ უახლოვდება ბიტკოინის კურსი და მაგ ვარდნიდან 3 დღეც არ გასულა ჯერ მგონი, თუ დღეს გავა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.