Jump to content

Bitcoin-ის ფასი 34 ათას აშშ დოლარს ქვევით ჩამოვიდა


Recommended Posts

image.png 

ორშაბათს, 24 იანვარს Bitcoin-ის ფასმა განაგრძო კურსის ვარდნა და მიაღწია 33 ათას აშშ დოლარის სიახლოვეს. CoinGecko-ს მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაიაფდა 5.7%-ით, კვირის მანძილზე კი - 21,8%-ით. 

ამჟამად პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 33470 აშშ დოლარად იყიდება. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 1.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

image.png

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო:  TradingView. 

გასული კვირა Bitcoin-ისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ბოლო რვა თვის განმავლობაში. 21 იანვარს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები გარკვეულ მომენტში 37 700 აშშ დოლარს ქვემოთ ჩავიდა, შაბათს კი - 34 ათას აშშ დოლარამდე. ნოემბრის მაქსიმალურ 69 ათას აშშ დოლარიან დონესთან მიმართებაში კურსი 50%-ით შემცირდა. წმინდა რეალიზებულმა ზარალმა ინვესტორებში გასულ პარასკევს 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

ფლაგმანის კვალად პოზიცია დაკარგა Ethereum-მა - ბოლო 24 საათის განმავლობაში იგი 10.1%-ით გაიაფდა. სტატიის წერის მომენტში მისი კურსი დაახლოებით 2230 აშშ დოლარია. 

image.png 

ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო:  TradingView. 

წითელ ზონაში აღმოჩნდა კაპიტალიზაციის სიდიდით ტოპ-10-ვე აქტივი. ყველა მეტად ვარდნა განიცადა Solana-მ - 17.9%. Coinglass-ის თანახმად ბოლო 24 საათის მანძლზე ფიუჩერსების ბაზარზე ლიკვიდაციების მოცულობამ 384 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

image.png

წყარო: CoinGecko. 

 

ფინანსური სამყარო 26 იანვრისთვის დაგეგმილ ფედერალური რეზერვების სისტემის სხდომას ელოდება. ღია ბაზრის კომიტეტის წევრები მარტში გამართულ შეხვედრაზე სავარაუდოდ რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამასთან ერთად საბაზისო განაკვეთის 25 პუნქტით გაზრდის მზადყოფნის სიგნალს გამოთქვამენ. 

ამ ფონზე საფონდო ინდექსების მკვეთრი კლება შეინიშნება. ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის Stoxx 600 ინდექსი ამ დროისთვის 2.1%-ით დაეცა. S&P 500-ზე მოქმედმა ფიუჩერსებმა 0.4% დაკარგეს. 

მზარდი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე აღმოსავლეთ ევროპის საფონდო ინდექსები დიდ ზარალს განიცდიან. დოლარში ნომინირებული RTS ინდექსი, რომელიც ვლევს 43 რუსულ კომპანიის დინამიკას, 8.4%-ით დაეცა. 

image.png 

RTS ინდექსი, წყარო: TradingView 

Bloomberg Intelligence-ის უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლონმა ადრე განაცხადა, რომ საფონდო ბირჟა შესაძლოა 10%-20%-ით დაკორექტირდეს. მისი თქმით, ციფრული აქტივების ბაზარი ანალოგიურად მოიქცევა, თუმცა Bitcoin-ს აქვს შანსი, რომ წელს 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. 

საინვესტიციო კომპანია Invesco ვარაუდობს მიმდინარე წელს Bitcoin-ის კურსის 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლას. 

Link to comment
Share on other sites

33000$ დაეცა კი გუშინ, მაგრამ მალევე დაბრუნდა 37500$-ზე, ეხლაც 37500$ უახლოვდება ისევე, თუმცა კი იყო დაცემული დღისით 35700$-მდეც, ნუ წინა ივლისის ბოლოდან მოყოლებული ეგრე დაბალზე აღარ დაცემულა ბიტკოინი და ეთერეუმიც, ეთერეუმს უფრო უჭირს მაგრამ ეგ კოინიც უახლოვდება უკვე 2500$, ბიტკოინი უფრო გაიზარდა % დაცემის შემდეგ, ფონდოვი ბირჟებიც დასტაბილურდა და გაზრდა დაიწყო აქციებმა და სხვადასხვა ინდექსებმა რაც მოქმედებს კაკრაზ კრიპოტს და აქციების ფასებზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.