Jump to content

Meta დაინტერესდა NFT ბაზრით - კომპანია ქმნის ინსტრუმენტებს ტოკენების შემუშავების, დემონსტრაციისა და ვაჭრობისთვის


Recommended Posts

Meta მუშაობს პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან, გაყიდონ და მოახდინონ NFT-ების დემონსტრირება. სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის გუნდები ამზადებენ ფუნქციას, რომლის მეშეობით მომხმარებლები თავიანთ გვერდებზე გამოაქვეყნებენ საკუთარ NFT-ებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: FT montage/Getty Images 

ამ საკითხში გაცნობიერებული პირები აგრეთვე აცხადებენ, რომ Meta შეიმუშავებს ინსტრუმენტებს NFT-ების შესაქმნელად. გავრცელებული ინფორმაციით კომპანია ასევე გეგმავს გახსნას საკუთარი NFT-ები ბაზარი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ ან გაყიდონ ციფრული ხელოვნების და კოლექციონირების საგნები. 

NFT-ის სფეროში Meta-ს ყველანაირი ძალისხმევა ადრეულ სტადიაშია და კომპანიის გეგმები ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა კომპანიის NFT-ისადმი ინტერესი გასაკვირი არ არის, რადგან მისი პოპულარობა გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, რამაც დაახლოებით 40 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბაზრის ფორმირება განაპირობა. ამ მიმართულებით დომინანტმა პლატფორმა OpenSea-მ, რომელიც NFT ტრანზაქციებიდან 2.5%-ს იღებს, მიმდინარე თვეში გამოიმუშავა 300 მლნ აშშ დოლარი, თავად პლატფორმა კი 13 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ექვსი თვის წინ ბაზარი 100 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა და 1.5 ლრდ აშშ დოლარად ფასდებოდა. კრიპტო ბირჟა Coinbase იწყებს საკუთარ NFT ბაზრის ამოქმედებას. Twitter ტესტავს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების დემონსტრირების შესაძლებლობას, ხოლო Reddit-მა NFT ავატარების საკუთარი კოლექცია გამოაქვეყნა. 

Meta-ს ინტერესი NFT-ის სფეროში მოყვა კომპანიის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის შარშანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ NFT ერთ დღესაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მათ მიერ შექმნილ მეტასამყაროში ციფრული პროდუქტების მხარდასაჭერად. Meta-ს გეგმები ციფრულ მხატვრებსაც დაეხმარება თავიანთი პროდუქცის მონეტიზაციაში. 

Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ დეკემბერში განაცხადა, რომ იგი აქტიურად შეისწავლის NFT-ს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროვებია. თუმცა ინფორმირებული პირები აცხადებენ, რომ Instagram ამჟამად ატარებს NFT-ის დემონსტრირების შიდა ტესტირებას. ცნობილია, რომ Instagram-ის NFT-პროექტს ამჟამად ხელმძღვანელობს Stephane Kasriel, იგი Meta-ს საგადახდო სერვისებისა და კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელია. როგორც ამბობენ, კრიპტო საფულე Meta Novi, რომელიც გასული წლის ოქტომბერში საპილოტე პროექტის სახით გამოვიდა, დიდ როლს შეასრულებს კომპანიის NFT-ებთან დაკავშირებულ გეგმებში. 

Meta ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს NFT სფეროში მუშაობასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.