Magdalena Posted January 22, 2022 Share Posted January 22, 2022 Xiaomi მზად არის მსოფლიო ბაზარზე გამოუშვას Redmi Note 11 Pro სერიის მოწყობილობები. სმარტფონების ხაზი სამი მოწყობილობისგან შედგება, ესენია Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro 5G. გლობალური ვერსია ნომრით 2201116SC შენიშნულ იქნა სერტიფიკაციების ვებ-გვერდ TENAA-ზე, ჩინეთში. რადგანაც Redmi Note 11 Pro 5G პროცესორით MediaTek Dimensity 920 და ნომრით 21091116 ჩინეთში უკვე გამოსულია, ეს სმარტფონი ჩინურ ბაზარზე შესაძლოა სხვა ბრენდის სახელით გამოვიდეს. მასთან დაკავშირებით პოპულარულმა ჩინელმა ინფორმატორმა Weibo-ზე გააზიარა მოწყობილობის მახასიათებლები. Redmi Note 11 Pro 5G სმარტფონის გლობალურ ვარიანტს ექნება 6.6-დუიმიანი Full HD+ AMOLED დისპლეი. მოწყობილობაში მოცემული იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 690 და წარმოდგენილი იქნება 6 და 8 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერების კონფიგურაციები. ყველა მოდელს ექნება 128 გბ UFS 2.2 მეხსიერების სანახი სივრცე. ბატარეის მოცულობაა 5000 მა/სთ 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფოტოგადაღების შესაძლებლობებს რაც შეეხება, Redmi Note 11 Pro-ს ექნება 108-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი, აგრეთვე 8- და 2-მეგაპიქსელიანი მოდულები. სავარაუდოდ, 8-მეგაპიქსელიანი სენსორი იმუშავებს, როგორც სუპერფართოკუთხიანი ობიექტივი. სელფი კამერა 16-მეგაპიქსელიანი იქნება. სმარტფონი იმუშავებს Android 11-ზე საფირმო MIUI 13-თან ერთად. https://tinyurl.com/37jx5ww7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.