Magdalena Posted January 21, 2022 Share Posted January 21, 2022 მალე მოსალოდნელია გეიმინგ პლანშეტ Lenovo Legion Y700-ის გამოშვება, მისი ზოგიერთი მახასიათებელი უკვე ცნობილია. ჩინურმა კომპანიამ საკუთარ Weibo-ექაუნთზე გამოაქვეყნა ოფიციალური ვიდეო-თიზერი, რომლის წყალობით ცნობილი ხდება ახალი მოწყობილობის დიზაინი და გარკვეული მახასიათებლები. ფოტოს წყარო: Lenovo ვიდეოს თანახმად პლანშეტი აგებული იქნება ლითონის ჩარჩოზე. ეკრანი შემოსაზღვრულია საკმაოდ წვრილი ჩარჩოთი გვერდებზე და ოდნავ მსხვილი კიდეებით ზედა და ქვედა ნაწილებში. უკანა პანელზე განთავსებულია ერთი ძირითადი კამერა ლედ განათებით, აგრეთვე ლოგოები Lenovo და Legion. ვიდეო ასევე გვაცნობებს, რომ Lenovo Legion Y700-ს აქვს 8.8-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი. წინასწარი ცნობებით მას ექნება 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, სენსორული შრის 240 ჰერცი სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და Dolby Vision-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, Legion Y700 მომხმარებლებს შესთავაზებს JBL-ის აუდიოსისტემასა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერას. ადრე გამოქვეყნებული ტესტების ოფიციალური შედეგების თანახმად Legion Y700 უზრუნველყოფს სტაბილურ 119.1 კადრს წამში Honor of King-ში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამასთან პლანშეტის კორპუსი არ ცხელდება 36.5 გრადუსზე მეტად 23 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. https://tinyurl.com/2p9d3yyy Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.