Magdalena Posted January 12, 2022 Share Posted January 12, 2022 Xiaomi-მ გასულ წელს გამოუშვა MIX სერიის ორი სმარტფონი. ჯერ გამოვიდა Xiaomi Mi MIX FOLD, კომპანიის პირველი დასაკეცი ფლაგმანი. შემდეგ წარდგენილ იქნა Xiaomi MIX 4 - კომპანიის სადებიუტო სმარტფონი დისპლეიში ჩაშენებული ფრონტალური კამერით. ამჟამად ჩინური კომპანია ახალი თაობის ფლაგმანებზე მუშაობს. ამჯერად MIX-ის ისტორიაში პირველად ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს ერთდროულად ორი მოდელი. საუბარია Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ზე. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ცნობები სამომავლო სიახლეების კამერების შესახებ. ორივე მოწყობილობას ექნება გამოსახულების სამი სენსორი გაფართოებით 48 მპ და ერთი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი. ბოლო მათგანი განთავსებული იქნება უკანა კამერის ძირითად მოდულში. 48-მეგაპიქსელიანი სამეულიდან პირველი წარმოდგენილი იქნება ულტრაფართოკუთხიან კამერაში, მეორე - ტელეობიექტივში. მესამე 48-მეგაპიქსელიანი სენსორი გამოყენებული იქნება ფრონტალურ კამერაში. Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ს ექნება 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 FPS-ზე და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემის მხარდაჭერა. სმარტფონებს შორის განსხვავებებს რაც შეეხება, პირველი - სტანდარტულ მოდელს ექნება ულტრაფართოკუთხიანი კამერა 0,6x მიახლოებით, ხოლო პრო ვერსიას - 0,5x. მეორე - უფროს მოდელს გააჩნია პერისკოპული ტელეობიექტივი 5x ზუმით ხარისხის დაკარგვის გარეშე. სტანდარტულ მოდელში ოპტიკური ზუმი 2x-ს შეადგენს. სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება მობილური 4-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 120-ჰერციანი შუქდიოდური დისპლეი და ოპერაციული სისტემა Android 12 საფირმო MIUI 13-თან ერთად. Xiaomi MIX 5-ისა და Pro ვერსიის პრეზენტაცია მოსალოდნელია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს. ფასები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მოდიფიკაციის Xiaomi MIX 4 კომპანიამ 780 აშშ დოლარად შეაფასა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ოფიციალურად 600 აშშ დოლარად იყიდებოდა. https://tinyurl.com/m8678h5b Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.