Jump to content

კრიპტო ვეშაპებმა Ethereum-ის თავიდან მოშორება დაიწყეს - აქტივის ფასი 3800 აშშ დოლარს ქვევით ჩამოვიდა


Recommended Posts

პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტის კოტირებები კვლავ უკიდურეს არასტაბილურობას აფიქსირებს: Ethereum ვერაფრით ახერხებს 4 ათას აშშ დოლარს ზემოთ გამყარებას. ამ მდგომარეობის ფონზე აქტივის მსხვილმა მფლობელემა თანდათან დაკარგეს რწმენა მისი უღრუბლო მომავლის მიმართ და დაიწყეს Ethereum-ის გაყიდვა. 

image.jpeg 

Glassnode-ის ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად ბოლო კვირის განმავლობაში 6292-მდე შემცირდა იმ მსხვილი კრიპტო ინვესტორების რაოდენობა, რომელთაც ანგარიშებზე ათასზე მეტი Eth ჰქონდათ. Glassnode-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისში მსხვილი მფლობელების რიცხვი 7239-ს შეადგენდა. აქტივის გაყიდვებმა გამოიწვია ციფრული მონეტის კურსის შემცირება 3800 აშშ დოლარამდე. 

 

image.png 

image.png 

ანალოგიური ვითარებაა კრიპტოვალუტის ბაზრის ფლაგმან Bitcoin-თან მიმართებაში. პირველი ციფრული ვალუტის ფასი 48 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია ზოგადი პესიმისტური განწყობით ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე. ამ დროისთვის ინვესტორებს აშინებს ფედერალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრება, რაც მათ აიძულებს აქტიურად მოიცილონ თავიდან რისკიანი აქტივები. 

Link to comment
Share on other sites

ბოტკოინი ეცემა და ყველაფერს ძვრება სული, უკვე 200$ მილიარდის კაპიტალი გაიტანეს 3 დღეში, მეგონა გაზრდა იწყებოდა ისევე, მაგრამ ისევ დაცემა წავიდა, პირველი პრიზნაკი იყო როცა 42000$ დაეცა მცირე პერიოდით კურსი, თუმცა მაგის შემდეგ მოასწრო ისევ 50000$ გაცდენა, ეხლაც საკმაოთ მაღალ 52000$ ავიდნენ და მაგის შემდეგ 46000$ დააგდეს დღეს ბიტკოინი, ნუ თვის ბოლოა, საშინელი სიტუაციაა კოვიდთან ახალი შტამით და ეგ ყველაფერი ცუდათ მოქმედებს კრიპტობაზარზეც, თან ახალი წელი ახლოვდება და ვაჭრობაც შემცირებულია დღიური, ხოდა ვეილსებმა დრო იხელთეს და დააგდეს სანამ შეიძლებოდა დაგდება და კარგი დრო იყო მაგისთვის, თვითონ ეთერეუმზე დაახლოებით 4 დღიანი დაცემა გამოვიდა, ვნახოთ დღესაც ეგრე გაგრძელდება თუ გაიზრდება ისევე ნელ-ნელა კურსი, ნუ ეგ ისევ ბიტკოინზე იქნება დამოკიდებული, თუ გაცდა 48000$ სანერვიულო არაფერია ჯერ, თუ ისევ დაცემა გაგრძელდა შეიძლება აჩერედნოი კრიზისი იწყება, უფრო სერიოზული ვიდრე აქამდე იყო, თუმცა სერიოზული დაცემა უფრო ბოლო 2 დღეა დაფიქსირდა, მანამდე არაფერი ისეთი არ ყოფილა, რასაც ვუყურებ ჯერ ასეთი ტრენდია ეთერეუმზე, ორი დღის უკან 3920$ გაჩერდენ მაქსიმუმ, მერე 3820$ გუშინ და დღეს 3720$ უკვე, ნუ დიდი სხვაობა არაა მცირე რასხაჟდენიები იყო მაქსიმალურ კურსზე, მაგრამ ასე 100$ აკლებენ ყოველღიურათ, დაცემა დაიწყო 4130$-ან და ჩამოვიდა 3595$-მდე დღეს, ნუ ასე მეოთხე დღეა სადღაც გრძელდება

Link to comment
Share on other sites

ethereum კიდევ ბევრჯერ შეიცვლის ფასს

დიდი ალბათობით მეორე ადგილს მალე დათმობს მისი მე-2 ვერსია აღარ იქნება ისეთი საინტერესო და პოპულარული როგორც ახლა

მაინინგს თუ ჩამოიშორებს რასაც ზაფხულში გეგმავს სხვა ბლოკჩეინები უცებ ჩაანაცვლებენ

ყაზახეთის ამბებმა იმოქმედა ბევრად ბიტკოინის ფასზეც რამაც თითქმის ზაფხულის Bear market-თან მიგვიყვანა მაგრამ ვნახოთ

კარდანოს ელოდება ყველა წელს რომ რევოლუცია მოაწყოს 

Link to comment
Share on other sites

უკვე 3100$ ჩამოცდა დღეს, თან ელოდებიან უფრო სერიოზულ აბვალსაც, თუმცა როგორც ყოველთვის შეიძლება მოულოდნელათ შემოტრიალდეს კურსი და სწრაფი ზრდა დაიწყოს ისევე, კარგა ხანია აღარ ყოფილა სტაბილური 3-4 დღიანი დაბუსტვის ინტერვალები მაინც, ისე კაზახსტანის არეულობამდეც იყო საკმაო კრიზისი დაწყებული, მეეჭვება მაგას დიდი ეფექტი ქონოდა, ისედაც ეცემოდა ნელ-ნელა კურსი და არეულობით ისარგებლეს ვეილსებმა და კიდე უფრო დააგდეს კურსი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.