Magdalena Posted December 29, 2021 Share Posted December 29, 2021 გასული წლის ყველაზე გაყიდვადი სათამაშო კონსოლები აღმოჩნდა Nintendo Switch და PlayStation 5 - გვაცნობებს რესურსი WCCFTech GamesIndustry-ს ცნობებზე დაყრდნობით. Nintendo Switch პოპულარული იყო ევროპის უმეტეს ქვეყანაში, PS5 ლიდერობს დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ფინეთსა და დანიაში. თამაშებს შორის ყველაზე გაყიდვადი თამაში აღმოჩნდა FIFA 22, რომელმაც უკან ჩამოიტოვა შარშანდელი FIFA 21. დიდ იმედებს და მოლოდინს ამყარებდნენ Metroid Dread-ზე, მაგრამ იგი გაყიდვებში მხოლოდ 23-ე ადგილზე მოხვდა New Pokémon Snap-ის შემდეგ. ტოპ-ათეულში მხოლოდ ორი ახალი თამაში მოხვდა: Call of Duty: Vanguard და Super Mario 3D World + Bowser's Fury. Pokémon Brilliant Diamond / Shining Pearl-იც მოხვდებოდა, ერთი თამაში რომ ყოფილიყო. Far Cry ათეულში ვერ მოხვდა. ევროპაში მომხმარებლებმა ყველაზე მეტი თანხა გადაიხადეს Farming Simulator 22-ში, ვიდრე Skywards Sword HD-ში, Ratchet & Clank Rift Apart-ში, Monster Hunter Rise-ში, Forza Horizon 5-სა და Guardians of the Galaxy-ში. რაც შეეხება PS5-სთვის განკუთვნილ თამაშებს, Spider-Man: Miles Morales მე-2 ადგილზეა დაუმარცხებელი FIFA 22-ის შემდეგ. Capcom-ის Resident Evil Village მე-5 ადგილზეა. Spider-Man: Miles Morales წარმოდგენილი იყო გასულ წელს PS5-თან ერთად და მას შემდეგ კარგად იყიდება. https://tinyurl.com/4humj7np Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.