Jump to content

ევროპის გზებზე ნებადართული გახდა პირველი ავტონომიური ავტობუსის გამოყენება


Recommended Posts

ავტონომიური ტრანსპორტის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და შესაბამისი ბიზნესის მნიშვნელოვან წილს ევროპაში ფრანგული კომპანია EasyMile იკავებს. სტარტაპი უკვე დიდი ხანია ავითარებს და ტესტავს ავტონომიურ ავტობუსებს მთელ მსოფლიოში და ახლა იგი პირველია ევროპაში, რომელმაც მიიღო ნებართვა - საკუთარი ტრანსპორტი საჯარო გზებზე გამოიყენოს. EZ10 მოდელი საფრანგეთის გზებზე იმუშავებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: easymile.com 

EZ10 პროტოტიპი პირველად 2015 წელს იქნა წარმოდგენილი. EasyMile-მა იგი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოცადა, ხშირ შემთხვევაში მოძრაობას მხოლოდ დისტანციური ოპერატორები აკონტროლებდნენ. ტესტები ჩატარდა სინგაპურში, აშშ-ში, ფინეთში, ავსტრალიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ავტობუსის მთავარი დანიშნულებაა მგზავრების ავტონომიური ტრანსპორტირება კამპუსების, ქარხნების, აეროპორტების და სხვა შედარებით შეზღუდულ ადგილების მიმართულებით. 

EZ10-ის უახლესი ვერსია იტევს 15 კაცს, ავტობუსი აღჭურვილია რბილი სავარძლებით და ინდივიდუალური უსაფრთხოების ღვედებით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომია ავტომატური პანდუსები და ინვალიდის ეტლის სამაგრები. კომპანიამ განაახლა სენსორების ნაკრები ავტობუსში და ძალისხმევა გააერთიანა გერმანულ სტარტაპ Sono Motors-თან მზის ბატარეების ინტეგრირებისთვის, რაც გაზრდის ელექტრო ტრანსპორტის გავლის მარაგის დიაპაზონს. 

EasyMile-მა ავტონომიური ავტობუსი უკვე გატესტა Oncopole-ის სამედიცინო კამპუსში, ტულუზაში (საფრანგეთი) - ის დადიოდა მთავარ შესასვლელსა და ავტოსადგომს შორის, რომელთა შორის მანძილი არის დაახლოებით 600 მეტრი. ამავდროულად, ამ გზაზე "შერეული" მოძრაობაა. მას იყენებენ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები, მანქანები და ავტობუსები. მომსახურების უსაფრთხოებისა და სანდოობის დადასტურების შემდეგ კომპანიამ საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა - გამოიყენოს ავტონომიურობის მე-4 დონის ტრანსპორტი საჯარო გზებზე. საერთო ჯამში, სტარტაპი იყენებს მე-4 დონის ტრანსპორტს შვიდ ადგილზე სხვადასხვა ქვეყანაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: easymile.com 

ეს არის ავტონომიის მაღალი დონე, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანსპორტს, იმოძრაოს ბორტზე ოპერატორის გარეშე. გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის გზებზე ექსპლუატაცია საველე პირობებში 2022 წლის სექტემბერში დაიწყება. 

EasyMile-ის გენერალურ მენეჯერ ბენუა პერინის თქმით (Benoit Perrin) ნებართვის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავტონომიური მართვის სისტემების კომერციალიზაციისკენ. მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიის გამოყენების სფეროების რიცხვის ზრდა გაგრძელდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.