Jump to content

Hyundai-მ წარადგინა Seven - მოზრდილი ელექტრო კროსოვერის ფუტურისტული კონცეპტი


Recommended Posts

Hyundai-მ წარადგინა ელექტრომობილის მორიგი კონცეპტი და უწოდა მას მასშტაბირებად პლატფორმა დიდი ზომის ელექტრო კროსოვერების აგებისთვის. გიგანტური Hyundai Seven აწყობილია მოდულურ პლატფორმა Electric-Global Modular Platform-ზე (E-GMP), რომელიც საფუძვლად უდევს აგრეთვე სამომავლო Ioniq 5-ს, Kia EV6-სა და Genesis GV60-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hyundai 

ჩამოთვლილი ავტომობილებისგან განსხვავებით Hyundai Seven მხოლოდ კონცეფციაა და მის მასობრივ წარმოებაში გაშვებაზე ჯერ საუბარი არ არის. მიუხედავად ამისა, ქროსოვერების პოპულარობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, Seven საბოლოოდ მიაღწევს დილერების ცენტრებამდე ამა თუ იმ ფორმით, ისევე როგორც კონცეპტუალური Hyundai 45, რომელიც საბოლოოდ გახდა Ioniq 5. 

image.jpeg 

კონცეპტის ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, Hyundai აცხადებს, რომ 350 კვტ სიმძლავრის დამტენი მოწყობილობის გამოყენებისას Seven-ს შეუძლია 10-დან 80%-მდე დაიმუხტოს დაახლოებით 20 წუთში. ავტომწარმოებელი აგრეთვე აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალების გავლის მარაგი 500 კილომეტრს აღემატება. 

image.jpeg 

 

Seven სამხრეთკორეული მანქანათმშენებელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცეპტუალური ავტომობილია. მისი საბურავების ბაზა 3.2 მეტრს აღწევს, რაც Cadillac Escalade-ზე დიდია. Hyundai Seven-ის უკანა კარები ავტომობილის მოძრაობის მიმართლების საპირისპიროდ იხსნება, აქვს მოძრავი სავარძლები და მართვის ელემენტები - ეს დიზაინი მიუთითებს, თუ როგორია ავტომწარმოებლის ხედვა სამომავლო ავტომობილებთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

Hyundai-მ განაცხადა, რომ Seven-ის შექმნისას შთაგონება თვითმფრინავის სალონისგან მიიღო. კონცეპტს დიდი ზომის დისპლეი აქვს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანი წინა პანელის სიგანეს იკავებს. სავარძლები ტრიალდება, რაც მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს ინტეგრირებული ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც ახდენენ ავტომობილის სტერილიზებას მას შემდეგ, რაც მგზავრები მის სალონს დატოვებენ. 

image.jpeg 

Hyundai Seven-ის მომავალი ჯერჯერობით უცნობია. რთულია თქმა, არსებული კონცეპტის რამდენი ელემენტი იქნება წარმოდგენილი რეალურ სერიულ ავტომობილში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.