Jump to content

Huawei სმარტფონების გაყიდვას სხვა სახელით აპირებს


Recommended Posts

Huawei- ამჟამად არ შეუძლია პროდუქციის გაყიდვა აშშ-ის ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვის გამო, რომელიც ბაიდენმა თანამდებობის დაკავების შემდეგ გადაწყვიტა. დაკისრებული სანქციები უმსხვილეს ჩინურ კომპანიას ხელს უშლია შეიძინოს კომპონენტები და ინტელექტუალური საკუთრება, რაც მისი პოპულარული სმარტფონების წარმოებისთვის არის საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ Kirin ჩიპსეტზე, რომლებიც თავად შექმნა. 

სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა Huawei-ის მობილურ ბაზარზე. კომპანიამ მოახერხა უმაღლესი დონის Snapdragon პროცესორების მიღება მისი უახლესი ფლაგმანური P50 სერიისთვის, თუმცა მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობის გარეშე. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიძლება Huawei-სთვის სასიკეთოდ შემოტრიალდეს, რადგან ის განიხილავს სხვა გზას აშშ-ში ვაჭრობის აკრძალვისთვის გვერდის ავლით - აცხადებს Bloomberg. 

image.jpeg 

აკრძალვებისთვის გვერდის ავლა გულისხმობს იმ პროექტების ლიცენზირებას, რომლებზეც Huawei მუშაობდა სხვა კომპანიებთან საკუთარი სმარტფონებისთვის. ცნობილია, რომ მათ რიცხვში შედის ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპონენტების მწარმოებლები TD Tech Ltd და PTAC, აგრეთვე ცნობილი, როგორც China Postal and Telecommunications Appliances Company. 

ბოლო მათგანი უკვე ყიდის Huawei-ს Nova სერიის სმარტფონებს საკუთარ ბრენდ Xnova-ს სახელით. Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით იდეაში იმაში მდგომარეობს, რომ სავარაუდო ლიცენზიანტები შეძლებენ სმარტფონებში მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტების განთავსებას, რადგანაც მათ არ შეექმნებათ პრობლემა ისეთი კომპანიებისგან შეკვეთის მიღებაში, როგორებიცაა Qualcomm, TSMC ან ARM. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.