Jump to content

Tesla გახდა პირველი ავტომწარმოებელი კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა


Recommended Posts

Tesla-ს აქციების ფასმა მატება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ავტომობილების გაქირავების სერვისის კომპანია Hertz-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ეს კომპანია გეგმავს Tesla-ს 100 ათასი ელექტრომობილის შეძენას აშშ-ისა და ევროპის ტერიტორიაზე გაქირავების მიზნით. სავაჭრო შეთანხმება დასრულდა Tesla-ს აქციების ღირებულების 12.7%-იანი ზრით, შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ აშშ დოლარს. ვერც ერთმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ამ დრომდე მსგავსი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

რეალურად, მსოფლიოში არც ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც კაპიტალიზაციის მსგავს მაჩვენებელს ფლობს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Apple, Amazon, Microsoft, Facebook და Alphabet (Google). ფაქტობრივად, აქციების მიმდინარე კურსით Tesla ხდება რიგით მეხუთე ამერიკული საჯარო კომპანია კაპიტალიზაციის სიდიდით და უსწრებს Facebook-ს. Hertz-თან გარიგების შემდეგ წარმოქმნილმა საფონდო ბაზრის რეაქციამ თავად ილონ მასკიც გააკვირვა, რადგან მან აღნიშნა, რომ Tesla-სთვის ამჟამად პრობლემას წარმოადგენს არა მოთხოვნის, არამედ საწარმოო სიმძლავრის ნაკლებობა. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით ამჟამად Tesla-მობილებზე მოთხოვნა 10%-ით აღემატება მიწოდებას. სტატიის წერის მომენტში Tesla-ს აქციის ფასი იყო 1024 აშშ დოლარი, თუმცა Wedbush-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ფასი შესაძლოა 1500 აშშ დოლარამდე გაიზარდოს. 

როგორც ჩანს, ინვესტორები გაამხნევ იმ ფაქტმა, რომ ავტომანქანების გაქირავების დიდმა ქსელმა რეალური ნაბიჯი გადადგა მათი შემდგომი პოპულარიზაციისთვის. 100 აასი Tesla-მობლის შეძენის შემდეგ Hertz-ის მანქანების 20%-ზე მეტი აშშ-სა და ევროპაში ელექტრომობილები იქნება. ასევე ცნობილი გახდა, რომ Tesla Model 3 სექტემბრის ბოლოს გახდა ყველაზე პოპულარული ახალი მანქანა ევროპაში ყველა ტიპის ელექტრომობილს შორის. ინვესტორებ არ შეუშინებია ამერიკულ სააგენტო NHTSA-ს პრეტენზიებ Tesla-ს ავტოპილოტირების პროგრამის ბეტა-ვერსიის აშშ-ის საჯარო გზებზე გამოყენების შესახებ, არც ახლახან წარმოდგენილი FSD Beta 10.3 განახლების ხარვეზებ, რომლებიც ოპერატიულად გამოსწორდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.