Jump to content

Bakkt-ის აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იწყება


Recommended Posts

image.jpeg 

ინსტიტუციონალურმა პლატფორმა Bakkt-მა განაცხადა, რომ დაასრულა SPAC VPC Impact Acquisition Holdings-თან გაერთიანების პროცესი. 18 ოქტომბრიდან დაიწყო მისი აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ტიკერით - BKKT. 

„ბიზნესის გაერთიანების შესახებ გარიგების დასრულება გვაძლევს აუცილებელ კაპიტალს, რათა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ყველაზე უკეთ ვაკეთებთ - ეს ინოვაციებია. ჩვენ კვლავ ორიენტირებულნი ვართ მეტი ფართო პარტნიორული ეკოსისტემის შექმნაზე, აგრეთვე ციფრული აქტივების დიაპაზონის გაფართოებაზე, რომელთაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა გევინ მაიკლმა. 

14 ოქტომბერს VPC Impact Acquisition Holdings-ის აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე დაამტკიცეს Bakkt-თან შერწყმა. ამომრჩეველთა 85%-მა მხარი დაუჭირა გარიგებას. 

გარიგებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 448 მილიონ აშშ დოლარ, თანხები გამოყენებული იქნება პლატფორმის შემდგომი განვითარებისა და მარკეტინგული ძალისხმევისათვის. გაერთიანებული კომპანიების ღირებულებაა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი. 

Bakkt-მა SPAC-თან შერწყმა მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. ინიციატივის ფარგლებში პლატფორმამ გენერალურ დირექტორად დანიშნა გევინ მაიკლი, რომელსაც ადრე Citibank-ის სამომხმარებლო განყოფილების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა. 

ფინანსურმა კორპორაცია Intercontinental Exchange-მა, რომელიც NYSE-ს ფლობს, Bakkt წარადგინა 2018 წელს. პლატფორმა განკუთვნილია ოფციონებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და მიწოდების Bitcoin-ფიუჩერსებისთვის. 

მიმდინარე წლის მარტში Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენის და გაყიდვის საშუალებას იძლევა. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია iOS- და Android-პლატფორმებზე. 

ივლისში კომპანია Block.One-ის პროექტ EOS-ის ავტორმა, კრიპტო ბირჟა Bullish-ის ოპერატორმა განაცხადა SPAC-თან შერწყმის შესახებ. სტრუქტურების გაერთიანების ღირებულება დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.