Jump to content

Independent: Bitcoin განაპირობებს კრიპტო კომპანიების საბაზრო ფასის ზრდას და Apple-ს ჩრდილში აქცევს


Recommended Posts

ბოლო კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები კვლავ იზრდება და მათმა ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე გადაჭარბა Apple-ის კაპიტალს. იმ დროს, როდესაც ხსენებული კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 2.33 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, Bitcoin-ის რალის შედეგად კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციამ 2.37 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია - აცხადებს Independent. 

image.jpeg 

მას შემდეგ, რაც ჩინეთში კრიპტოვალუტები აიკრძალა, მათ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სალვადორი, კუბა და პარაგვაი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების რეალური შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ის მაინც შვებაა კრიპტოვალუტების მოყვარულთათვის, როგორიცაა Twitter-ის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი, რომლის ბიზნესი კრიპტო რევოლუციისთვის ემზადება. 

კრიპტოვალუტების ღირებულების ბოლოდროინდელი ზრდა ასევე შეესაბამება ინდუსტრიის ექსპერტების პროგნოზებს, აცხადებს Independent. მიმდინრე წლის დასაწყისში, როდესაც კრიპტობაზრები აკრძალვების ფონზე მოიშალა, ექსპერტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტები წლის ბოლომდე ყველა დროის ახალ ზღვარს დაუბრუნდებოდნენ. დღეისათვის Bitcoin-ის ფასი 57369 აშშ დოლარს უტოლდება, რაც არც ისე განსხვავებულია წლის დასაწყისში არსებული 64 ათას აშშ დოლარიანი რეკორდულ მაჩვენებლისგან. 

სხვა კრიპტოვალუტების კურსი, როგორიცაა Ethereum, Binance Coin, Ripple, ასევე გაიზარდა 4-6 პროცენტით ბოლო 24 საათის განმავლობაში. თუმცა, ეს ყველაფერი ადვილად შეიძლება დაიშალოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, Bitcoin დაეცა ღირებულებით პირველ დღეს, როდესაც სალვადორმა ის ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა. 

საინტერესოა ის, რომ ბოლო პერიოდის გამოფხიზლებამ ასევე შეუწყო ხელი ძირითად მოთამაშეებს თავიანთი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. მაგალითად, კანადური კრიპტო მაინინგ კომპანიის ქონება 600 პროცენტით გაიზარდა, როდესაც მისი, 39.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ების ფასმა 250 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა. 

ჯეკ დორსის საგადახდო სერვის Square-ის ღირებულებაც გაიზარდა 220 მლნ აშშ დოლარიდან 442 მილიონამდე, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას კომპანია Tesla იმსახურებს. ცნობილია, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ 128 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა მათი გაყიდვით. თუკი კომპანიის კრიპტო კაპიტალი წლის დასაწყისში ფასდებოდა 1.5 მლრდ აშშ დოლარად, ამჟამად მან 2.5 მლრდ აშშ დოლარს მიაწია. ანუ, ღირებულების წმინდა ზრდა იყო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რაც, სხვათა შორის, შეესაბამება იმდენივე მოგებას, რაც კომპანიამ მიიღო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 200 ათასზე მეტი ავტომობილის გაყიდვის შედეგად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.