Jump to content

Fidelity პროგნოზირებს Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდას 2023 წლისთვის


Recommended Posts

image.png 

ბაზარზე Bitcoin-თან დაკავშირებული სიტუაცია არ ჰგავს ეკონომიკურ bubble-ს - 2023 წლისთვის აქტივის კოტირებები შესაძლოა 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განაცხადა აქტივების მართვის კომპანია Fidelity Investments-ის მაკროეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელმა ჯურიენ ტიმერმა CNBC-სთან საუბრისას. 

CoinGecko-ს თანახმად ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 40%-ით. 14 ოქტომბერს კოტირებები გაიზარდა 58 ათას აშშ დოლარზე მეტად. სტატიის წერის დროს ციფრული ოქრო იყიდებოდ დაახლოებით 57900 აშშ დოლარად. 

image.png 

ბირჟა Binance-ის BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. 

ტიმერის თქმით, Bitcoin-ის ლოკალური აღმასვლა გამოწვეულია ორგანული სპოტ-მოთხოვნებით და არ უკავშირდება სპეკულაციებს, სწორედ ამიტომ იგი სამომავლოდ გაგრძელდება. 

„ეს არ არის მოკლევადიანი სპეკულაციების იმპულსი, ამიომ გარკვეულ დონეზე დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი ეხება საკმაოდ მყარ მოძრაობას და არა bubble-ს, რომელიც მალე უნდა გასკდეს. მოძრაობის ტრაექტორი მიმართულია ზემოთ და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 57 ათას აშშ დოლარიანი დონე სპეკულანტებმა გამოიწვის“ - განაცხადა მან. 

ტიმერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, Bitcoin და ოქრო ავსებენ ერთმანეთს. ტოპ მენეჯერმა აღიარა პირველი კრიპტოვალუტის უპირატესობა, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მას შეეძლო ძვირფასი ლითონის ჩანაცვლება. 

Bitcoin-ის ემისია შეზღუდულია, ოქროს კი არ აქვს ქსელის იგივე დინამიკა, როგორც კრიპტოვალუტა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ციფრული აქტივი გადააჭარბებს მას. Bitcoin და ოქრო ერთი გუნდის ორი მოთამაშეა” - თქვა მან. 

ტიმერის აზრით Bitcoin საფრთხეს არ წარმოადგენს აშშ დოლარს და განსაკუთრებით მის, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსისთვის საფრთხეს. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის განვითარება პირიქით გარანტიას იძლევა, რომ ამერიკული ვალუტა შეძლებს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას. 

Fidelity-ს წარმომადგენელის თქმით Bitcoin-ის ღირებულება არის ის, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გაცვლის საშუალება. მან ხაზი გაუსვა, რომ მრავალი თვალსაზრისით კრიპტოვალუტის ეს უნარი დამოკიდებულია Lightning Network-ის მსგავს მეორე დონის გადაწყვეტილებებზე. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Fidelity Investments-ის წარმომადგენლებმა SEC-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს არგუმენტები Bitcoin ETF-ის დამტკიცების სასარგებლოდ. 

Link to comment
Share on other sites

დღეს გაცდა პირველათ ბიტკოინის ფასი 60000$ იმის შემდეგ რაც მაისში ჩინეთმა კრიპტოვალუტის და მაინინგის აგრძალვების განხორციელება დაიწყო თავის ტერიტორიაზე, თუმცა არც მაშინ ყოფილა 65000$-ზე მაღლა ასული, წესით ახალ რეკორდს კურსის მალე გადალახავენ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.