Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კრიპტო ბირჟა Binance-მა გამოაცხადა, რომ შექმნა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდი Binance Smart Chain-ის (BSC) ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. 

ფონდი ოთხ კატეგორიად იყოფა: 

  • ტალანტების განვითარების პროგრამა (100 მლნ $); 

  • ლიკვიდურობის სტიმულირების პროგრამა (100 მლნ $); 

  • პროგრამა დეველოპერებისთის (300 მლნ $); 

  • საინვესტიციო და საინკუბაციო პროგრამა (500 მლნ $); 

ბოლო კატეგორია ორიენტირებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტარტაპების დაფინანსებაზე, მათ შორის ვირტუალური რეალობისა და მეტასამყაროს სეგმენტების თამაშებისა და პროგრამების ჩათვლით. 

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ახალი ფონდი დააჩქარებს ციფრული აქტივების გლობალურ მიღებას და BSC-ს აქცევს „პირველ მსგავსი ტიპის ბლოკჩეინ ეკოსისტემა მილიარდობით მომხმარებლით“. 

მ სიახლის ფონზე CoinGecko-ს თანახმად ტოკენ Binance Coin-ის (BNB) ფასი ბოლო საათებში 7.7%-ით გაიზარდა. კოტირებებმა მიაღწია 428 აშშ დოლარს, ამჟამად ისინი დაკორექტებულია 426 აშშ დოლარის დონეზე. 

image.png 

ბირჟა Binance-ის BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო:  TradingView. 

2021 წლის აპრილში Binance Smart Chain ქსელში დაფიქსირდა დღეში ტრანზაქციების რეკორდული რაოდენობა - 9.13 მილიონი. იმ დროს იგი თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა Ethereum-ის ბლოკჩეინის მაჩვენებელს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.