Jump to content

ჩინეთი იკვლევს კრიპტოვაჭრობისა და მაინინგის სამართლებრივად თვალყურის დევნის შესაძლებლობას


Recommended Posts

image.png 

ჩინეთში სპეციალიზებულმა სააგენტოებმა დაიწყეს იურიდიული ნორმების შესწავლა კრიპტოვალუტებით ვაჭრობას და მაინინგთან დაკავშირებულ საქმეებში. ამის შესახებ იტყობინება Caijing Magazine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

ისი მონაცემებით მსგავსი შემთხვევებისათვის მოქმედი წესების გამოყენების ინტერპრეტაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 

24 სექტემბერს ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ცხრა დეპარტამენტთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები არალეგალურ ფინანსურ საქმიანობად დაასახელა. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ხელმომწერებს შორის პირველნი უზენაესი სასამართლო, სახალხო პროკურატურა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იყვნენ. 

როგორც ადრე მედიამ შეაფასა, ორასზე მეტმა კრიპტო კომპანიამ გამოაცხადა ჩინეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე. 

ერთ-ერთი მათგანია Bitcoin-ბირჟა Huobi. პლატფორმამ ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან 24 სექტემბრიდან შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ 31 დეკემბრამდე წაშლის ქვეყნის რეზიდენტების ყველა არსებულ ანგარიშს. 

Caijing Magazine-ის წყაროებმა დაადასტურეს Bloomberg-ის ინფორმაცია, რომ ჩინეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ბირჟის მენეჯმენტმა რეგულაციის გამკაცრებამდე მიიღო. თუმცა ცენტრალური ბანკის განცხადებამ გავლენა მოახდინა მისი განხორციელების დროზე. 

თავდაპირველად Huobi ჩინელი მომხმარებლების ანგარიშების ლიკვიდაციის დასრულებას 2022 წლის 30 ივნისამდე გეგმავდა, აცხადებს წყარო. 

კომპანიის თანადამფუძნებელმა ლი ლინმა ჩინეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ახსნა ოჯახზე ზრუნვით და აღნიშნა მისკენ მიმართული გამოძიება, რომელიც თვეები გრძელდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.