Magdalena Posted October 9, 2021 Share Posted October 9, 2021 გასული წლის შემოდგომაზე პიკაპ Cybertruck-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა ელექტრო კვადროციკლი Cyberquad, იგი სიახლეებში იშვიათად ჩანს, თუმცა ახლახანს დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის თანახმად Tesla მას ადრე თუ გვიან გამოუშვებს. მასკმა განაცხადა, რომ Cyberquad იქნება ყველაზე უსაფრთხო კვადროციკლი თავისი კლასის წარმომადგენლებს შორის. ფოტოს წყარო: Electrek ხსენებული კომენტარი Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა კომპანიის აქციონერების შეკრებაზე განაცხადა, აღნიშნავს Electrek. მასკს კითხეს, გამოვა თუ არა კვადროციკლი პიკაპთან ერთად ოსტინში მდებარე საერთო საწარმოდან. ადრე Tesla-მ Cyberquad წარადგინა, როგორც პიკაპ Cybertruck-ის ერთ-ერთი ოფცია, ამიტომ მათი ერთად წარმოების საკითხი სავსებით გამართლებულად გამოიყურება. მასკმა კითხვაზე უპასუხა, რომ ტეხასში არსებულ საწარმოში მოხდება პიკაპ Cybertruck-ის წარმოება, კვადროციკლ Cyberquad-ის შესახებ კი ბუნდოვანი პასუხი გასცა და უბრალოდ ივარაუდა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება ოსტინის კონვეირიდან გამოვა. Tesla-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ საწარმოო თვალსაზრისით კვადროციკლის წარმოება გამოწვევაა, რადგან მსგავსი ტექნიკა თავისთავად სახიფათოა, კომპანია კი ისწრაფვის Cyberquad აქციოს ყველაზე უსაფრთხო მოდელად თავის კლასში. მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს დაბალი სიმძიმის ცენტრი, ვინაიდან ელექტრო ძრავის განთავსებისთვის დამახასიათებელი კლასიკური კონსტრუქცია Tesla-ს შესაძლებლობას მისცემს მოათავსოს ბატარეა მიწასთან უფრო ახლოს. როგორც მასკმა განმარტა, კვადროციკლები საფრთხეს წარმოადგენენ გადაბრუნების თვალსაზრისით. Tesla-ს იდეალურ შემთხვევაში სურს ისეთი მოდელი, რომელიც არ გადატრიალდება. როგორ მიიღწევა ეს მიზანი, კომპანიის ხელმძღვანელს არ განუმარტავს. პიკაპ Cybertruck-ის მასობრივი წარმოება მომდევნო წლის ბოლოს დაიწყება, ასე რომ Cyberquad მომხმარებლებისთვის ამ ვადაზე ადრე არ იქნება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/3oKGrPm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.